workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთმა ბოლივია დაამარცხა

ესპანეთმა ბოლივია დაამარცხა

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ამხანაგური მატჩი ესპანეთისა და ბოლივიას ნაკრებებს შორის, რომელშიც გამარჯვება ესპანელებმა მოიპოვეს. მათ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

მატჩის 50-ე წუთზე, ლუის ალბერტო გუტიერესმა საკუთარ საჯარიმოში ხავი მარტინესი წააქცია, რის შედეგადაც ალბანელმა მსაჯმა, ლორენკ იემინმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ფერნანდო ტორესმა გუნდი წინ გაიყვანა.

მეორე გოლი 84-ე წუთზე “ბარსელონას” ფეხბურთელმა, ანდრეს ინიესტამ ეფექტური დარტყმით გაიტანა. ანდრესმა მცირე გარღვევა გააკეთა, რის შემდეგაც მან მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში დაარტყა.

“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან მოედანზე 90 წუთი არავის გაუტარებია. ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ჩავი, პედრო და პიკე, ხოლო ინიესტა, ფაბრეგასი, ბუსკეტსი და დეულოფეუ მატჩში მეორე ნახევარში ჩაერთნენ.

ესპანეთ – ბოლივია 2:0

გოლები: ტორესი, 51 (პენალტი), ინიესტა, 84

ესპანეთი: რეინა, პიკე (ალბიოლი, 46), ასპილკუეტა, ალბერტო მორენო, ჩავი (ფაბრეგასი, 61), ხავი მარტინესი, კასორლა (დავიდ სილვა, 62), იტურასპე, მატა (ინიესტა, 46), პედრო (დეულოფეუ, 80), ტორესი (ბუსკეტსი, 62)

ბოლივია: კუნიონესი, რალდესი (სენტენო, 90+1), ეგუინო, გუტიერესი, ბეიარანო, მელეანი (მირანდა, 64), მოიკა (კარდოსო, 72), შუმასერო (ბეიარანო, 64), დიეგო ბეიარანო, მორენო (პენია, 82), არკე (არსე, 72)

[media=http://www.youtube.com/watch?v=-DNJlp7V_z4]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward