ვილია, შესაძლოა, „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდეს, „ბარსელონამ“ კი 3 მილიონი ევრო დაკარგოს

ვილია, შესაძლოა, „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდეს, „ბარსელონამ“ კი 3 მილიონი ევრო დაკარგოს

მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი დავიდ ვილია ახლოს არის იმასთან, რომ თავისი კლუბი დატოვოს და კარიერა ამერიკაში განაგრძოს, იტყობინება Marca. ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირისადმი დიდ ინტერესს “ნიუ-იორკ სიტი” იჩენს. არ არის გამორიცხული, რომ დავიდ ვილიამ უკვე მიაღწია შეთანხმებას ამ კლუბთან.

აღსანიშნავია, რომ სიტუაციის ასეთი განვითარება არ არის მომგებიანი “ბარსელონასთვის”, სადაც ვილია “ატლეტიკოში” გადასვლამდე თამაშობდა. საქმე იმაშია, რომ კატალონიურმა კლუბმა ვილიას ტრანსფერიდან თანხის ნაწილი, 2.1 მილიონი ევრო მიიღო, თუმცა შეთანხმების დროს გადაწყდა, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერები” კიდევ 2 მილიონ ევროს მიიღებენ, თუ ფეხბურთელი 2014/15 სეზონში კვლავ “ატლეტიკოში” ითამაშებს.

ამ თანხას დაემატებოდა კიდევ 1 მილიონი ევრო, თუ ვილია მადრიდულ კლუბთან კონტრაქტს 2016 წლამდე გაახანგრძლივებდა. ამდენად, სატრანსფერო თანხას, საერთო ჯამში, 5.1 მილიონი ევრო უნდა შეედგინა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი