workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეულოფეუ ბოლივიასთან ამხანაგური მატჩისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადში მოხვდა

დეულოფეუ ბოლივიასთან ამხანაგური მატჩისთვის ესპანეთის ნაკრების განაცხადში მოხვდა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ გამოაცხადა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც ბოლივიასთან ამხანაგურ მატჩისთვის განაცხადში მოხვდნენ.

აღნიშნული მატჩისთვის, ესპანეთის ეროვნული ნაკრების სრული განაცხადი ასე გამოიყურება:

მეკარეები: პეპე რეინა (“ნაპოლი”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”).

მცველები: ხერარდ პიკე, ხორდი ალბა (ორივე – “ბარსელონა”), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”), ხავი მარტინესი (“ბაიერნი”), სესარ ასპილკუეტა (“ჩელსი”), ალბერტო მორენო (“სევილია”).

ნახევარმცველები: ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, პედრო როდრიგესი, სესკ ფაბრეგასი (ყველა – “ბარსელონა”), სანტი კასორლა (“არსენალი”), ანდერ იტურასპე (“ატლეტიკი”), ხუან მატა (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დავიდ სილვა (“მანჩესტერ სიტი”), ჟერარ დეულოფეუ (“ევერტონი”).

თავდამსხმელი: ფერნანდო ტორესი (“ჩელსი”).

შეგახსენებთ, რომ განაცხადში არ იმყოფებიან “რეალისა” და “ატლეტიკოს” ფეხბურთელები, რომლებმაც გუშინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღეს მონაწილეობა.

დეულოფეუ ესპანეთის ეროვნული ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაფართოეუბულ, 30 კაციან განაცხადში არ იმყოფება, თუმცა, დელ ბოსკეს თქმით, მას აქვს შემადგენლობაში მოხვედრის შანსი, რომელიმე ფეხბურთელის ტრავმის მიღების შემთხვევაში.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward