workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

პსჟ

პსჟ ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
განსხვავება “ბარსასა” და “ბირმიმგემს” შორის

განსხვავება “ბარსასა” და “ბირმიმგემს” შორის

“ბარსელონას” ბელარუსელმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ გლებმა, რომელიც ახლა იჯარით “ბირმიმგემში” იმყოფება, თავისი აზრები ბრიტანულ გამოცემას, “დეილი ტელეგრაფს” გაანდო…

როგორც მოგეხსენებათ გლები “ბარსას” გარდა თამაშობდა ისეთ გუნდებში, როგორიცაა “არსენალი” და “შტუტგარტი”, ახლა კი იგი ინგლისურ “ბირმიმგემში” გამოდის. მისი დებიუტი წარუმატებელი გამოდგა, რადგანაც “ბირმიმგემმა” “უესტ ბრომვიჩთან” ანგარიშით 3:1 წააგო. სამაგიეროდ გაიმარჯვა “Carling Cup”-ის შეხვედრაში “დონსთან”, სადაც მან გოლის გატანაც შეძლო.

ასევე ჟურნალისტებთან ისაუბრა “ბირმიმგემის” დამრიგებელმა, ალექს მაქქლეიშმა, რომელმაც განაცხადა, რომ გლები გუნდს მალე შეეჩვევა.

ალექსანდრ გლები: “ეს გუნდი “არსენალისგანაც” და “ბარსელონასგანაც” ძალიან განსხვავდება. აქ ისეთი ფეხბურთელები არ არიან, როგორიც იმ გუნდებში იყო. ჩვენ არ შეგვიძლია ბურთის დაჭერა. შაბათი ძალიან რთული გამოდგა. ჩვენ ბურთს ვერ ვაკონტროლებდით, ჩვენ ფეხბურთს ვერ ვთამაშობდით… თამაში უფრო კარგად უნდა ვისწავლოთ, რადგანაც შედარებით ძლიერ გუნდებთან ძალიან გაგვიჭირდება. მე რა თქმა უნდა ვიცი, რომ ეს სხვა სამყაროა და მინდა, რომ ამ გუნდისთვის ბევრი კარგი რამ გავაკეთო”.

ალექს მაქქლეიში: “გლები გუნდს მალე შეეჩვევა. მან ფეხბურთელები უკვე გაიცნო. ამ კვირაში მე მას ველაპარაკე და ვფიქრობ ალექსი მალე გააცნობიერებს, რომ მას გვერდით ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავს. ის ნელ–ნელა აანალიზებს იმ ფაქტს, რომ ჩვენ “ბარსელონა” არ ვართ”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward