ვიდეომიმართვა დიდ კაპიტანს

ვიდეომიმართვა დიდ კაპიტანს

პუიოლის გამოსამშვიდობებელი ღონისძიების დროს, კლუბმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა ვიდეო, რომელშიც კარლესს ის ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც მასთან ურთიერთობა მთელი კარიერის განმავლობაში ჰქონდათ.

ვიდეო იწყება საინტერესო კადრებით. ახალგაზრდა პუიოლი ჯერ კიდევ მშბლიურ “პობლა დე სეგურში” თამაშობდა, როდესაც ის ერთ-ერთ გადაცემაში მიიწვიეს. ეს 1992 წელს მოხდა. “ბარსელონას” ადგილობრივი ფანკლუბის პრეზიდენტი ლორენს კორტინა შემდეგ ტექსტს წარმოთქვამს: “მინდა ის “ბარსელონას” შევთავაზო, მაგრამ ჯერ ძალიან პატარაა. ის ასევე საუკეთესო ბომბარდირია. მას რომარიოზე მეტი გოლი გააქვს, 2-ჯერ მეტი. სწორედ ამიტომ ვეძახით მას რომარიოს. მისი თვისებების გამო, მინდა ერთ დღეს “ბარსელონაში” ვიხილო.”

ამ დროს, საუბარში წამყვანი ერთვება და კითხულობს: “ვისზეა საუბარი?”

ლორენს კორტინა: “აი ის, გრძელთმიანი, ჩვენი მეგობარი პუიოლი.”

წამყვანი: “მან გოლები თავით უნდა გაიტანოს.”

3 წლის შემდეგ პუიოლი “ბარსელონაში” გადავიდა, რომლის შემადგენლობაში თავით გოლები მართლაც გაიტანა, მათ შორის ერთ-ერთი “რეალის” კარში.

[media=http://www.youtube.com/watch?v=dusb74d1GUU]

ხუან მარტინს ვილასეკა (მწვრთნელი, რომელმაც პუიოლი “ბარსაში” მიიყვანა: “შენი დამატებით ძალიან ამაყი ვარ. შენმა ძალისხმევამ და თავდადებამ დაამტკიცა, რომ არ შევმცდარვარ.”

ხოსეპ გონსალვო (“ბარსელონას” სამოყვარულო გუნდისა და “ბარსა ბ”-ს ყოფილი მწვრთნელი: “შენი მწვრთნელობა და იმის ხილვა, თუ რას მიაღწიე, ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი პატივია.”

კიკე კოსტასი (“ბარსა ბ”-ს ყოფილი მწვრთნელი): “კარლეს, შენ სამუდამოდ სამაგალითო იქნები. დიდი მადლობა.”

ლუი ვან გაალი: “კარლეს, შენ ჩემთვის ყოველთვის პოზიტიური პიროვნება იქნები.”

კარლეს რეშაკი: “პუი, როდესაც ვთქვი, რომ სირბილი მშიშრების საქმეა, შენს შემთხვევაში, შევცდი.”

ივან დე ლა პენია: “შენ ყველაფერი გაიღე როგორც მოთამაშემ და როგორც მეგობარმა.”

პატრიკ კლუივერტი: “კარლოს, ბედნიერი ვარ, რომ შენი თანაგუნდელი ვიყავი და ჩემს წინააღმდეგ თამაში არ გიწევდა. შენ ძალიან ბევრი ფეხბურთელისთვის სამაგალითო ხარ.”

დემეტრიო ალბერტინი: “პუი, ახლა შეგიძლია მილანში ჩამოხვიდე. შენთან მეგობრობით ბედნიერი ვარ.”

ტონიო დე ლა კრუსი: “პუი, ჩემთვის ძალიან ძნელია ფეხბურთი უშენოდ წარმოვიდგინო.”

ლუის ენრიკე: “მადლობა იმისათვის, რომ კაპიტნის სამკლავურს ასე უფრთხილდებოდი.”

ანდრეს ინიესტა: “შენთან ერთად ამდენი რამის გაზიარება საამაყო და სასიამოვნო იყო. შენ ჩემთვის სამაგალითო ხარ.”

ჩავი ერნანდესი: “შენი ლიდერობით ჩვენ ყველამ ისტორია შევქმენით.”

პეპ გვარდიოლა: “კარლეს, მინდა დიდი მადლობა გითხრა იმის გამო, რაც ერთად გადავიტანეთ, პირველ რიგში როგორც თანაგუნდელმა და ფეხბურთელმა, ხოლო შემდეგ როგორც მწვრთნელმა. შენ ჩვენ ძალიან დაგვეხმარე იმით, რომ მაგალითს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებითაც გვაძლევდი. ეს ხდებოდა ყოველდღე, ყოველ ვარჯიშზე, ყოველთვის.”

ერიკ აბიდალი: “კიდევ ერთხელ დიდი მადლობა 2011 წლისთვის, როდესაც ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვის საშუალება მომეცი.”

ხერარდ პიკე: “პუი, მადლობა ყველა იმ გაკვეთილისთვის, რომელიც ყველას ჩაგვიტარე. შენ ხარ სამაგალითო პიროვნება, თანაგუნდელი და მეგობარი.”

სესკ ფაბრეგასი: “მოგვენატრები, ჩემო მეგობარო.”

ხორდი როურა: “დიდი პატივია, კარლეს.”

ტატა მარტინო: “მადლობა შენი ყოველდღიური მხარდაჭერისთვის.”

დანი ალვესი: “კაპიტანო, შენ მებრძოლი ხარ.”

ანხელ მური (“ბარსელონას” ყოფილი ფიზმომზადების მწვრთნელი): “პუი, მადლობა ყველაფერი იმისათვის, რაც გააკეთე და რასაც გააკეთებ “ბარსელონასთვის.”

ლუის ენრიკე: “მიყვარხარ.”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი