რას ნიშნავს Soccer Aid? – უბრალოდ ჰოლივუდის ვარსკვლავები თამაშობენ ფეხბურთს. მათთან ერთად ამ ღონისძიებაში მონაწილეობას წარსულში ცნობილი ლეგენდარული ფეხბურთელებიც ღებულობენ. ღონისძიება იუნისეფის (UNICEF) იმართება. ღონისძიება დიდ ბრიტანეთში ტარდება, ტრადიციულად ქალაქ მანჩესტერში, “ოლდ ტრაფორდზე”, სწორედ აქ გაიმართა პირველად, 2006 წელს.
2 წელიწადში ერთხელ ღონისძიებაში მონაწილეობას, ინგლისის ნაკრები და დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები ღებულობს. ინგლისის ნაკრები დაკომპლექტებულია, ბრიტანელი სელებრითებით და ლეგენდარული ფეხბურთელებით. დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებში კი სხვადასხვა ეროვნების სელებრითები და ლეგენდარული ფეხბურთელები შედიან. Soccer Aid არის საქველმოქმედო პროექტი, საიდანაც შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდებში ირიცხება. Soccer Aid 2012-ში მონაწილეობა
2012-ში ვარსკვლავებიდან მონაწილეობა მიიღეს: რობი უილიამსმა, ჯერარდ ბატლერმა,
უილ ფერელმა, ედვარდ ნორტონმა, გორდონ რამზმა და სხვებმა. მათ შეძლეს 4 მილიონ ფუნტ სტერლინგზე
მეტის გამომუშავება.
ღონისძიების ისტორია
2006, 2008 და 2012 წლებში გამარჯვებული ინგლისის ნაკრები გახდა, ხოლო 2010 წელს გამარჯვებულის ვინაობა პენალტების სერიაში გამოვლინდა, სადაც დანარჩენი მსოფლიოს ნაკრებში მოასპარეზე ჰოლივუდის მსახიობმა, ვუდი ჰარელსონმა ზუსტად დაარტყა.
Soccer Aid-ში მონაწილეობა “ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელებსაც მიუღიათ, ესენი არიან: დიეგო მარადონა (2006), ლუიშ ფიგუ (2008), რომარიო (2008), ჰენრიკ ლარსონი (2010). მიმდინარე წელს კი წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი, ედგარ დევიდსი ითამაშებს, რომელმაც 2004 წელს “ბარსელონაში” ნახევარი სეზონი ითამაშა.
Soccer Aid 2014
ინგლისი:
(ვარსკვლავები): რობი უილიამსი (C), დემიან ლიუისი, ოლი მურსი, ოლივერ სტენლი მურსი (Olly Murs), ჯონ ბიშოპი, ჯონათან უაილქსი, მარქ ოუენი, ჯეკ უაითჰოლი, სტეფან მოიერი, მეთ სმიტი, პედი მაქგუინსი, ბენ შეფარდი, ბრედლი უოლში, ჯიმი ტიქსთონი.
(ლეგენდები): ჯეიმი რედნაპი, ჯიმი კარაგერი, პოლ ინსი, დევიდ სიმენი, ტედი შერინგემი.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი.
დანარჩენი მსოფლიო:
(ვარსკვლავები): მაიკლ შინი (C), ჯეიმს მაკევოი, გორდონ რემზი, ნიკ ბირნი, პატრიკ კილთი, ადამ რიჩმენი, ჯერემი რენერი, სანტიაგო კაბრერა.
(ლეგენდები): ედვინ ვან დერ საარი, იაპ სტამი, ედგარ დევიდსი, ალესანდრო დელ პიერო.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.
[media=http://www.youtube.com/watch?v=HUZi49YFB4A]