workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ამერიკულ კლუბებს პუიოლის შეძენა სურთ

ამერიკულ კლუბებს პუიოლის შეძენა სურთ

როგორც ჩანს, კარლეს პუიოლს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, დაასრულებს თუ არა საფეხბურთო კარიერას მიმდინარე სეზონის ბოლოს.

მოგეხსენებათ, არსებობს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ 36 წლის ცენტრალური მცველი მომდევნო სეზონიდან შესაძლოა “ბარსელონას” სამწვრთნელო შტაბში გაწევრიანდეს. სხვა წყაროების ცნობით, ვეტერანი მოთამაშე უბრალოდ სამუშაო ადგილს შეიცვლის და კარიერას სხვაგან გააგრძელებს.

როგორც ესპანური გამოცემა Marca იტყობინება, პუიოლის გადაბირებით რამდენიმე ამერიკული კლუბის ხელმძღვანელობაა დაინტერესებული. კერძოდ, ნიუ-ორკის “რედ ბული”, ლოს-ანჯელესის “გალაქსი” და “ნიუ-იორკ სიტი”. თუმცა, აღსანიშნავია, რომ “ნიუ-იორკ სიტი” ჩემპიონატში 2015 წლამდე ვერ ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ კარლეს პუიოლმა მთელი თავისი საფეხბურთო კარიერა “ბლაუგრანას” მიუძღვნა. იგი ამ კლუბის ღირსებას 1999 წლიდან იცავს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward