მესი და სუარესი Golden Foot-ისთვის იბრძოლებენ

მესი და სუარესი Golden Foot-ისთვის იბრძოლებენ

ცნობილი გახდა იმ 10 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც 2017 წლის Golden Foot-ისთვის იბრძოლებენ. ეს ჯილდო გადაეცემა მინიმუმ 28 წლის მოთამაშეს ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ფეხბურთელს ამ ჯილდოს მოგება მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

10-კაციან პრეტენდენტთა შორის ლიონელ მესი და ლუის სუარესი მოხვდნენ. პრესტიჟული ჯილდოსთვის, მათ გარდა, კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), არიენ რობენი (“ბაიერნი”), იკერ კასილიასი (“პორტუ”), ტიაგუ სილვა (“პარი სენ-ჟერმენი”), იაია ტურე (“სიტი”) და ანდრეა პირლო (“ნიუ-იორკ სიტი”) იბრძოლებენ.

გამარჯვებული Golden Foot-ის ოფიციალური საიტის გამოკითხვის შედეგებით გამოვლინდება. დაჯილდოების ცერემონია მონაკოში 7 ნოემბერს გაიმართება.

ხმის მიცემა შეგიძლიათ აქ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    13 სექ 2017, 12:31

    ციტატა: M10 S9 D11
    ანუ მაგ წვლილში რას გულისხმობენ?


    ეს ჯილდო გადაეცემა მინიმუმ 28 წლის მოთამაშეს ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ფეხბურთელს ამ ჯილდოს მოგება მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
    მიხვდი?

  • Guro messi
    13 სექ 2017, 10:52

    უეჭველი ლეო მოიგებს დარწმუნებული ვარ

  • Johan Cruyff 14
    13 სექ 2017, 01:58

    მესი მოიგებს ამ ჯილდოს