The Times-ის ცნობით, “მანჩესტერ სიტი” “ბარსელონას” არგენტინელ კაპიტანს, ლიონელ მესის, 10-წლიან თანამშრომლობას შესთავაზებს.
ინგლისური გამოცემის მტკიცებით, გეგმის პირველი ნაწილი ლეოს, პეპ გვარდიოლასთან ერთად, “სიტიში” თამაშს გულისხმობს. რამდენიმე სეზონის შემდეგ, მას კარიერის დასკვნითი ნაწილის გატარება City Football Group-ის საკუთრებაში არსებულ 8 საფეხბურთო კლუბში შეეძლება: “იოკოჰამა”, “მელბურნ სიტი”, “ნიუ-იორკ სიტი” და სხვა. ეს არის კომპანია, რომელიც “მანჩესტერ სიტის” ფლობს. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ კი მესი “სიტის” მსოფლიო ელჩი გახდება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე, Sky Sports-მა იუწყა, რომ “ქალაქელებმა”, მაღალი ანაზღაურების გამო, არგენტინელის შეძენა გადაიფიქრეს.
ხალხი იმპერიებს ქმნიდნენ და ათწლეულები ჭირდებოდათ რომ ამხელა ფული ეშოვათ, ამან უბრალოდ არაფერში ,უბრალოდ ფეხბურთელია რა ბოლო ბოლო თუნდაც საუკეთესო … იშოვა მილიარდი ცოტა ძაან ზედმეტი მოზდით უკვე.
M10 S9 D11,
აბა სად? ჩიხურაში თუ სამგურალში?
აი ამ 10 წელიწადში სრულიად და საკმაოდ ამოქაჩავენ ლეოსგან ფინანსებს, სიტიში თუ გამოვა რამეს მოგება ხო უკვე ფანტასტიკა იქნება სიტისთვის, მერე ამერიკაში ნიუ-იორკ სიტიში პენსიონერების ტურნირში კიდევ ბლომად იშოვიან ფულს და ბოლოს სიტის ელჩი. არაფრის გაკეთება აღარ უნდა ივლის მსოფლიოში "ბრენდი მესი" და გახსნის ახალ მოედნებს თუ ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრებს, სიტიც იხეირებს და მესიც. გგონიათ მსურველი არ ეყოლება მსოფლიოში რო დაისწრონ, რამე სპორტულ ღონისძიებებზე? გახსოვთ 2 წლის წინ მარადონას მიწვევა რუსეთში მუნდიალზე. თავისი ოთახი ლოჟაში გაშლილი სუფრით და ნარკოტიკებით, სწორედ იქ გაითიშა და პირდაპირ სავადმყოფოში მოხვდა, ამის შემდეგ ჩამოართვეს ელჩის სტატუსი. იმედია ლეო არ დავა მაგ დონეზე და ღირსეულად ატარებს თავის სახელს.
სად წერია 43 წლამდე ითამაშებს-ო? ეს შეთავაზება უკვე ქონდა შარშან, 3 წელი სიტიში და მერე სიტის ნიუ-იორკის გუნდში, რა ვერ ითამაშებს იქ პენსიონერებთან? ელჩს კი არავინ თამაშს არ მოსთხოვს, მაქსიმუმ ბურთის თამაშში შეყვანა შესთავაზონ ან წითელი ლენტის გაჭრა სადმე ახალმშენებარე სპორტულ ნაგებობებზე, და რა არის აქ ფანტასტიკა. მათ 2-3 წელი უნდათ სიტიში, მერე კი ფულის კეთებაზე გადავლენ. გგონიათ არ არის ლეო იმის ღირსი რომ თავისი ბრენდით "მესი"(რომელიც წელს გააფორმა) ფული აკეთოს? თუ ეს მარტო რონალდუს ეკადრება და ეკუთვნის?
რა კარგი ზღაპარია, საღოლ ვინც ეს მოიფიქრა.
ბარსადან უნდა წავიდეს😕მაგრაამ არა სიტიშიი😀
რა სისულელეა
სხვა რაღაცა წერია, მარა დასახურია კი