“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტატა მარტინომ დაასახელა ის 18 ფეხბურთელი, რომლებიც ესპანეთის ჩემპიონატის 35-ე ტურის, “ვილიარეალთან” მატჩისთვის განაცხადში მოხვდნენ.
დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებული მატჩის შემდეგ გუნდის განაცხადში დაბრუნდა სერხიო ბუსკეტსი. განაცხადს მიღმა დარჩნენ კუენკა და ტრავმირებულები ვალდესი, პუიოლი, პიკე, ალბა, ნეიმარი და დოს სანტოსი.
“კამპ ნოუდან” “სიუტატ ესპორტივოზე”
ფეხბურთელები იყვნენ პირველები, რომლებმაც “კამპ ნოუზე” პატივი მიაგეს ტიტო ვილანოვას ხსოვნას. გუნდი შემდეგ სან ჟოან დესპისკენ გაემართა, სადაც მატჩამდე ბოლო სავარჯიშო სესია ჩაატარა.
გუნდის განაცხადი “ვილიარეალთან” მატჩისთვის: პინტო, ოიერი, მონტოია, ფაბრეგასი, ჩავი, პედრო, ინიესტა, ალექსისი, მესი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, აფელაი, ტელიო, ადრიანო, ალვესი და სერხი რობერტო.