ლეონარდო: “ნეიმარს  პელეს, ზიკოსა და რონალდინიოს დონის ფეხბურთელად არ ვთვლი”

ლეონარდო: “ნეიმარს პელეს, ზიკოსა და რონალდინიოს დონის ფეხბურთელად არ ვთვლი”

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ლეონარდომ საკუთარი ნაკრების თავდამსხმელი შეაფასა. ის თვლის, რომ “ბარსელონას” ამჟამინდელ ფეხბურთელს არასწორად ადარებენ მის წინამორბედებთან.

ბრაზილიას ყოველთვის ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: პელე, გარინჩა, ზიკო, სოკრატესი, რომარიო და ბებეტო. შემდეგ მათ მოჰყვა რონალდო, რივალდო და რონალდინიო, თუმცა მე არ შემიძლია ნეიმარი მათი დონის ფეხბურთელად დავასახელო.”

“რა შეიძლება ითქვას მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე? ეს ჩემპიონატი ნეიმარისთვის საკუთარი შესაძლებლობების დემოსტრირების კარგი შანსია, სწორედ ეს მუნდიალი შეიძლება გახდეს გარდამტეხი მის კარიერაში.” 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი