workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აგუერო: “მე და სუარესი პრემიერ ლიგის ორი მესი ვართ”

აგუერო: “მე და სუარესი პრემიერ ლიგის ორი მესი ვართ”

არგენტინელმა ფორვარდმა ურუგვაელი ლუის სუარესი და თავისი თავი, “ბარსელონას” სუპერვარსკვლავს – ლეო მესის შეადარა და განაცხადა, რომ მათ ბევრი საერთო აქვთ მესისთან. ორივეს უყვარს დრიბლინგი და მათი სათამაშო სტილი ჰგავს მესის სტილს, რაც საპირისპიროა კრიშტიანუ რონალდუს სათამაშო სტილთან.

სერხიო აგუერო ლეო მესის დიდი თაყვანისმცემელია, ისევე როგორც ლუის სუარესის (მისი დამსახურებით წელს “ლივერპული” ჩემპიონობისთვის იბრძვის). გარდა ამისა არგენტინელმა “FourFourTwo”-თან საუბრისას განაცხადა:

ჩვენ ორი “მესი” ვართ, ვგულისხმობ, რომ თუ მე არჩევანი მექნებოდა რონალდუსა და მესის შორის გასაკეთებელი – მესი გავხდებოდი – რადგან არგენტინელი ვარ. ლუისი არ არის არგენტინელი თუმცა სამხრეთ ამერიკელია და ორივეს გვიყვარს ბურთის ტარება/დრიბლინგი რაც მესისთან მსგავსების პირველი ნიშანია”

“ის (მესი) მოედანზე შთამბეჭდავია და ფეხბურთის თამაშს აიოლებს. ითამაშო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან – ეს პრივილეგიაა. მესი მოედანზე ყველას ბევრ პრობლემას უქმნის და მიმაჩნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის ის ძალიან ბევრს გააკეთებს”.

“საერთოდ კი მინდა რომ ყველაფერი მოვიგო. საკლუბო დონეზე ყველაფერი კარგად დავასრულო და მსოფლიო ჩემპიონატს კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში შევხვდე”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward