ინგლისური კლუბის, “ლივერპულის” კაპიტანმა სტივენ ჟერარდმა განაცხადა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ლუის სუარესია.
“მე არ შემიძლია, რომ სიტყვებით ლუის სუარესის თამაში აღვწერო. უბრალოდ ბედნიერებაა, რომ ინგლისში ამ დონის ფეხბურთელი თამაშობს.
სუარესი ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია. მე თვალს ვადევნებ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს თამაშს, დიახ ისინი მსოფლიო დონის ფეხბურთელები არიან, თუმცა არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათ გარდა ასევე არიან ლუის სუარესი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომლებიც მათთან ძალიან ახლოს იმყოფებიან.
სუარესს უკვე ოთხი თუ ხუთი მატჩია, რაც გოლი არ გაუტანია, მაგრამ ის აკეთებს პასებს და მეტოქეს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის.
ის მოწინააღმდეგის ზეწოლას ამცირებს. სუარესი გამარჯვებული დაიბადა და გაგვიმართლა, რომ იგი “ლივერპულში” ასპარეზობს.” – განაცხადა სტივენ ჟერარდმა.