ესპანეთი 3-0 ნიგერია

ესპანეთი 3-0 ნიგერია

კონფედერაციის თასზე, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, "ფურია როხამ" 3-0 დაამარცხა აფრიკის ჩემპიონები და გავიდა ნახევარფინალში, სადაც იტალიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება.

თამაში "ბარსას" 8 ფეხბურთელმა ძირითადიდან დაიწყო. ესენი იყვნენ: ვალდესი, ალბა, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ფაბრეგასი, ინიესტა და პედრო, ხოლო დავიდ ვილია 75-ე წუთზე შევიდა მოედანზე პედროს ნაცვლად. მატჩში სწრაფი გოლი გავიდა, "ბლაუგრანას" მარცხენა მცველმა, ალბამ, მესამე წუთზე ანგარიში გახსნა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარც გასულა, 1-0 ესპანელთა სასარგებლოდ. მეორე ტაიმში კვლავ "ფურია როხა" დომინირებდა, 62-ე წუთზე პედროს შესანიშნავი ჩაწოდების შემდეგ, შეცვლაზე შემოსულმა ტორესმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო მატჩის მიწურულს ალბამ დუბლი გაიფორმა, ვილიამ კი აქტივში საგოლე გადაცემა მიითვალა. საბოლოო ანგარიში 3-0 ესპანელთა სასარგებლოდ. "ფურია როხამ" ამ გამარჯვებით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=JVpJ03vkWMw]

აღსანიშნავია, რომ "ბარსას" ფებურთელებმა კონფედერააციის თასზე უკვე 9 გოლი გაიტანეს, აქედან 3-3 გოლი ნეიმარსა და ვილიას ეკუთვნით, 2 ალბას და 1 პედროს.

ნახევრფინალებში კი გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

ესპანეთი-იტალია   

ბრაზილია-ურუგვაი

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.