პიკე: „ტურნირის მოსაგებად ყველა უნდა დაამარცხო“

პიკე: „ტურნირის მოსაგებად ყველა უნდა დაამარცხო“

"ბარსას" ცენტრალურ მცველს არ აღელვებს, თუ ვინ შეხვდება ნახევარფინალში ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს.

"ფურია როხას" ამ საღამოს ნიგერიის ნაკრების წინააღმდეგ აქვს თამაში, აფრიკის ჩემპიონებთან ესპანელებს ქულაც ჰყოფნით იმისთვის, რომ ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდნენ, მაგრამ პიკე აცხადებს, რომ გუნდი 3 ქულის მოპოვებისკენაა მომართული.

"თითქმის გამორიცხულია, რომ ჩვენ ნახევარფინალის მიღმა დავრჩეთ, მაგრამ ჩვენ ეს მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს. ტურნირის მოსაგებად ჩვენ ყველა უნდა დავამარცხოთ, არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგვხვდება ნახევარფინალში, ან ფინალში". განაცხადა პიკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.