ანდრეს ინიესტა “ლევანტესთან” გასამართ სათასო შეხვედრაში ვერ ითამაშებს. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ტატა მარტინომ განაცხადი დაასახელა.
ინიესტამ მცირე ტრავმა “ატლეტიკოსთან” გამართულ შეხვედრაში მიიღო. მას შემდეგ მან “ხეტაფესთან” თასზე და “ლევანტესთან” ლა ლიგაში ვერ ითამაშა. ივარაუდებოდა, რომ მე-8 ნომერი გუნდს “ლევანტესთან” თასზე დაუბრუნდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა.
ტატა მარტინოს გადაწყვეტილებით, “ლევანტესთან” ხერარდ პიკე და მარტინ მონტოია დაისვენებენ. სამაგიეროდ, განაცხადს კარლეს პუიოლი და დანი ალვესი უბრუნდებიან.
“ლევანტესთან” მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება: ვალდესი, პინტო, ფაბრეგასი, პუიოლი, ჩავი, პედრო, სანჩესი, მესი, მასკერანო, ბარტრა, ბუსკეტსი, სონგი, ალბა, ტელიო, ადრიანო, ალვესი, ს. რობერტო, დონგუ.