ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში “ლევანტესთან” ქულების დაკარგვის შემდეგ, “ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მოგებისთვის ყველაფერი გააკეთა.
“სამწუხაროა. მოგებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ მეტოქე საკუთარ ნახევარზე გამოიკეტა და სათამაშოდ სივრცე არ გვქონდა. ამ სტადიონზე მოგება ძნელია, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ. 3 ქულის აღება დავიმსახურეთ, მაგრამ ცოტათი არ გაგვიმართლა. ვფიქრობ, “ლევანტე” შემდეგ მატჩშიც ასე ითამაშებს.”
სესკ ფაბრეგასი
“იმედგაცრუებული ვარ. თავს კარგად ვგრძნობდი და საგოლე მომენტებს ვქმნიდით. უიღბლობაა, როდესაც ბურთს უბრალოდ კარში შესვლა არ უნდა.
დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პირველი ტაიმი უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ უპირატესობას მე-2 ნახევარშიც ვფლობდით. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ არ გაგვიმართლა.”
ხორდი ალბა
“სამწუხაროა, რომ ქულები დავკარგეთ. “ატლეტიკო” და “რეალი” ძალიან ძლიერი კონკურენტები არიან. ამის გამო, ბევრი ქულა არ უნდა დავკარგოთ.”
ხერარდ პიკე
“ჩვენი დღე არ იყო. მოგება გვინდოდა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ცუდად არ გვითამაშია, რადგან მომენტები შევქმებით. უბრალოდ, მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ.
ჩემპიონატი გრძელია. წინ კიდევ 18 თამაში და ბევრი ქულაა.
მიმაჩნია, რომ მომდევნო თამაში მსგავსი იქნება. მეტოქე დაცვით ფეხბურთს აირჩევს. ასეთ მეტოქესთან თამაში ჩვენთვის სიახლე არაა.”
სერხიო ბუსკეტსი
“მოგება დავიმსახურეთ. თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ გაშვებულმა გოლმა ჩვენი გეგმები არია. მოგებას თამაშის ბოლომდე ვცდილობდით.”