რონალდინიო: "ნეიმარს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გახდეს საუკეთესო ფეხბურთელი"

რონალდინიო: "ნეიმარს აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ გახდეს საუკეთესო ფეხბურთელი"

"ბარსელონას" ყოფილ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდინიოს ეჭვი არ ეპარება მისი თანამემამულის, ნეიმარის შესაძლებლობებში და აცხადებს, რომ ნეიმარს ყველა წინაპირობა გააჩნია იმის, რომ გახდეს საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში.

"კარგია, რომ ნეიმარი გადავიდა "ბარსელონაში". ეს არის ძალიან დიდი კლუბი, რომელიც თამაშობს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ეროვნულ ჩემპიონატში. დარწმუნებული ვარ, რომ ნეიმარი "ბარსელონას" კარგად შეეწყობა. მას აქვს ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ გახდეს საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში". - განაცხადა რონალდინიომ.

თავად ნეიმარმა აქამდე განაცხადა, რომ მისი ოცნებაა გახდეს კატალონიური კლუბის ფეხბურთელი, რადგანაც ამ კლუბში ასპარეზობდნენ რონალდო და რონალდინიო.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.