workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„უეფას“ წლის გუნდი „ბარსელონას“ ფეხბურთელების გარეშე

„უეფას“ წლის გუნდი „ბარსელონას“ ფეხბურთელების გარეშე

2003 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც “უეფას” წლის გუნდში “ბარსელონას” ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა. ეს უცნაურია იმის ფონზე, რომ 3 დღის წინ, პროფესიონალი ფეხბურთელების მიერ შერჩეულ სიმბოლურ ნაკრებში (FIFA/FIFPro-ს გუნდი) ყველაზე მეტი წარმომადგენელი სწორედ კატალონიურ გუნდს ჰყავდა, ხოლო “ბარსას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ, თავდამსხმელებს შორის ყველაზე მეტი ხმა აიღო და მან “ოქროს ბურთის” მფლობელ კრიშტიანუ რონალდუსაც კი აჯობა.

“უეფას” 2013 წლის გუნდში მოხვდნენ: მანუელ ნოიერი, ფილიპ ლამი, ტიაგუ სილვა, სერხიო რამოსი, დავიდ ალაბა, გარეთ ბეილი, მარკო როისი, მესუთ იოზილი, ფრანკ რიბერი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, კრიშტიანუ რონალდუ.

მიუხედავად იმისა, რომ 2013 წლის სიმბოლური გუნდი “ბარსელონას” ფეხბურთელების გარეშე შედგა, კატალონიელები საერთ ჩათვლაში ლიდერობას მაინც განაგრძობენ. “ბარსას” ფეხბურთელი “უეფას” წლის გუნდში 38-ჯერ მოხვედრილა, რაც რეკორდია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward