SPORT-ის ჟურნალისტის, ჟოაკიმ პიერას ინფორმაციით, “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის გაძლიერებას გეგმავს. კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ორი განსხვავებული პროფილის ფეხბურთელებს აკვირდება.
პირველი მიმართულება ახალგაზრდა, პერსპექტიული მცველის შეძენას გულისხმობს. ამ კატეგორიაში “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში ოთხი ფეხბურთელია:
- ვიტორ რეისი – “მანჩესტერ სიტი”
- არტურ დიასი – “ატლეტიკო პარანაენსე”
- რუდ ნეისტადი – “ტვენტე”
- იური ბაასი – “აიაქსი”
მეორე ვარიანტი გამოცდილი ცენტრალური მცველის დამატებაა, რომელსაც გუნდის გაძლიერება დაუყოვნებლივ შეეძლება. ამ შემთხვევაში დეკუს სიაში ორი ფეხბურთელია: “მანჩესტერ იუნაიტედის” ლისანდრო მარტინესი და “არსენალის” პიერო ინკაპიე.




კიდე ახალგაზრდა და გამოუცდელი რა ამბავია. სპორტინგის მცველი მომწონს ინასიო ძაან. ცოოოტა ნელია თითქოს მარა აკომპესირებს,მოზგი ბიჭია.მარტინესი არგენტინელია და გულშია მარა ტრავმაჩიკაა. ვინმე გრძელვადიანზე გაიხედონ ტო