დღეს ფინალის ტოლფასი თამაში გვაქვს. “ბარსელონას” მეტოქე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “მანჩესტერ იუნაიტედია”, რომელიც ერთი კვირის წინ გამართული შეხვედრის შემდეგ წყვილის ფავორიტად იქცა.
დღეს მომგები გუნდი ევროპა ლიგის 1/8-ფინალში გავა და ტურნირის მთავარი ფავორიტის სტატუსსაც მოიპოვებს, ფრის შემთხვევაში კი დამატებითი ტაიმები და ბოლოს თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნება.
პირველი მატჩის შემდეგ “ბარსელონას” მდგომარეობა გართულდა, მაგრამ ჩავის ნამდვილად ჰყავს ის გუნდი, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან თამაში შეუძლია, თუნდაც ეს ძალიან კარგ ფორმაში მყოფი “მანჩესტერ იუნაიტედი” იყოს.
სათამაშო ფორმა
“კამპ ნოუზე” გამართულმა შეხვედრამ დაადასტურა, რომ ორივე გუნდი მართლაც კარგ ფორმაშია. ძალიან კარგი თამაში ვიხილეთ, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა, თუმცა მოგება ორივეს შეეძლო.
ამ გუნდების პირველი დაპირისპირების შემდეგ ორივეს მარტივი თამაში ჰქონდა. “ბარსელონამ” “კადისი” “კამპ ნოუზე” 2-0 დაამარცხა და 8-ქულიანი ლიდერობა შეინარჩუნა. “იუნაიტედმა” კი “ლესტერი” ასევე საკუთარ კედლებში 3-0 გაანადგურა, რისი წყალობითაც ერიკ თენ ჰაგის გუნდმა პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილზე მყოფ თანაქალაქელ “სიტისთან” ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, რასაც 2 თვის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.
“ბარსელონა” დღევანდელ მატჩს 18-მატჩიანი წაუგებელი სერიით ხვდება. ამ 18 თამაშიდან კატალონიელებმა 15 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს, ერთხელ კი თერთმეტმეტრიანების სერიაში იმარჯვეს.
სტუმრად გამართულ ბოლო 9 თამაშში “ბლაუგრანას” 8 მოგება და ერთხელ თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება აქვს.
მიმდინარე სეზონში ევროტურნირებზე ჩავის გუნდს 7 თამაშში მხოლოდ 2 მოგება აქვს და ორივე “პლზენთან”. თუმცა ევროპა ლიგაზე “ბარსა” სტუმრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე შინ. ჩავის ხელმძღვანელობით ამ ტურნირზე სტუმრად გამართულ 3 შეხვედრაში “ბლაუგრანას” 2 მოგება და 1 ფრე აქვს, ხოლო საკუთარ მოედანზე – 3 ფრე და 1 მარცხი.
“მანჩესტერ იუნაიტედის” წაუგებელი სერია 8 მატჩს ითვლის, საიდანაც “წითელმა ეშმაკებმა” 6 მოიგეს.
შთამბეჭდავია “იუნაიტედის” საშინაო შედეგები – ბოლო 17 შეხვედრაში 15 მოგება და 2 ფრე.
ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “მანჩესტერმა” 7 თამაშიდან 5 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 დათმო, საკუთარ კედლებში გამართულ 3 მატჩში კი ინგლისელებს 2 მოგება და 1 მარცხი აქვთ.
განსაკუთრებით კარგ ფორმაშია მასპინძელთა საუკეთესო ბომბარდირი მარკუს რაშფორდი, რომელმაც “კამპ ნოუზე” გატანის შემდეგ “ლესტერთან” მატჩში დუბლი გაიფორმა.
დანაკლისი
ერთი კვირის წინ გამართული თამაშის შემდეგ “იუნაიტედის” მდგომარეობა გაუმჯობესდა, “ბარსელონასი” კი – დამძიმდა.
მასპინძლებს დისკვალიფიკაციამოხდილი ლისანდრო მარტინესი და მარსელ საბიცერი უბრუნდებიან. ტრავმები მოირჩინეს ანტონიმ და ჰარი მაგუაიერმა. მარსიალის თამაში საეჭვოა, ვან დენ ბეკი და ერიკსენი კი კვლავ ტრავმირებულები არიან.
“ბარსელონას” გუნდის კაპიტანი სერხიო ბუსკეტსი უბრუნდება. თუმცა ჩავის დღეს დემბელე (ტრავმა), პედრი (ტრავმა) და გავი (დისკვალიფიკაცია) არ ეყოლება. პედრისა და გავის არყოფნა ნიშნავს, რომ “ბლაუგრანას” ნახევარდაცვაში სერიოზული პრობლემები ექნება.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ აქამდე 14 ოფიციალური თამაში აქვთ გამართული. უპირატესობა ჩვენ მხარესაა – 6 მოგება, 5 ფრე, 3 მარცხი, 26 გატანილი და 17 გაშვებული გოლი.
ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4 “ბარსამ” მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.
“ოლდ ტრაფორდზე” გამართულ 5 თამაშში უპირატესობა მასპინძლებს აქვთ. ამ სტადიონზე “ბარსამ” მხოლოდ ერთხელ მოიგო (ბოლო დაპირისპირება, 2019 წელს), მანამდე კი 2 ფრე და 2 მარცხი ჰქონდა.
“მანჩესტერ იუნაიტედს” ესპანურ გუნდებთან უარყოფითი ბალანსი აქვს – 69 თამაშში 19 მოგება, 25 წაგება, 25 ფრე.
“ბარსელონას” ინგლისის წარმომადგენლებთან თამაში ისტორიულად კარგად გამოსდის. ჩატარებული 89 მატჩიდან კატალონიელებმა 43 მოიგეს, 22 ფრედ დაასრულეს და მხოლოდ 24 დათმეს.
არბიტრი
შეხვედრას გამოცდილი ფრანგი არბიტრი კლემან ტურპინი განსჯის.
ტურპინი 40 წლისაა. მან მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 2008 წლიდან კი საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში კლემან ტურპინი საშუალოდ 26.7 ჯარიმასა და 0.38 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 3.2 ყვითელ და 0.29 წითელ ბარათს უჩვენებს. ტურპინის მიერ განსჯილი თამაშების 39%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 32%-ში – სტუმრები.
კლემან ტურპინის სტატისტიკა “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ბარსელონას” თამაშებში:
| მანჩესტერ იუნაიტედი | ბარსელონა | |
| თამაში | 3 | 3 |
| მოგება | 1 | 2 |
| ფრე | 1 | 0 |
| წაგება | 1 | 1 |
| მოგების % | 33% | 67% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 1 | 0 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 0 | 1 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 0 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 0 | 0 |
სტატისტიკა
- “ბარსელონას” “მანჩესტერ იუნაიტედთან” გამართულ ბოლო 5 თამაშში 4 მოგება და 1 ფრე აქვს;
- ამ გუნდებს შორის “ოლდ ტრაფორდზე” გამართულ ბოლო ორ თამაშში თითო გოლი გადიოდა;
- “მანჩესტერ იუნაიტედი” “ბარსელონასთან” გამართულ ბოლო 5 თამაშში კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- ამ გუნდების ბოლო 10 თამაშიდან რვაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “მანჩესტერ იუნაიტედს” 8-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- “მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- “მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო 10 თამაშიდან რვაში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “მანჩესტერ იუნაიტედის” ბოლო 10 თამაშიდან ცხრაში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “მანჩესტერ იუნაიტედმა” ესპანურ გუნდებთან საკუთარ კედლებში გამართული ბოლო ორი თამაში ანგარიშით 0-1 წააგო;
- “მანჩესტერ იუნაიტედს” საკუთარ კედლებში გამართულ ბოლო 17 თამაშში 15 მოგება და 2 ფრე აქვს;
- “ბარსელონას” 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს;
- “ბარსელონა” ბოლო 14 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონას” სტუმრად გამართულ ბოლო 9 თამაშში 8 მოგება და ერთხელ თერთმეტმეტრიანების სერიაში გამარჯვება აქვს;
- ტოტალიზატორები “მანჩესტერის” მოგებას კოეფიციენტს 2.25 ანიჭებენ, რაც მოგების 44%-იან შანსს უდრის, “იუნაიტედი” კი ასეთი თამაშების 56%-ს იგებს.
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 3.2 ანიჭებენ, რაც მოგების 31%-იან შანსს უდრის, “ბარსა” კი ასეთი თამაშების 17%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
UEFA
მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ვან-ბისაკა, ვარანი, მარტინესი, შოუ, კაზემირო, ფრედი, სანჩო, ფერნანდეში, რაშფორდი, ვეგჰორსტი.
ბარსელონა: ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რობერტო, ლევანდოვსკი, რაფინია.
Sport
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-1-3): დე ხეა, ვან-ბისაკა, ვარანი, მარტინესი, შოუ, კაზემირო, ფრედი, ფერნანდეში, სანჩო, ვეგჰორსტი, რაშფორდი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, ს. რობერტო.
Mundo Deportivo
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ვან-ბისაკა, ვარანი, მარტინესი, შოუ, კაზემირო, საბიცერი, ფერნანდეში, ვეგჰორსტი, სანჩო, რაშფორდი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, ს. რობერტო.
Marca
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ვან-ბისაკა, ვარანი, მარტინესი, შოუ, კაზემირო, ფრედი, სანჩო, ფერნანდეში, რაშფორდი, ვეგჰორსტი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, ს. რობერტო, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, ტორესი.
AS
მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ვან-ბისაკა, ვარანი, მარტინესი, შოუ, კაზემირო, ფრედი, სანჩო, ფერნანდეში, რაშფორდი, ვეგჰორსტი.
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, კრისტენსენი, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, კესიე, რაფინია, ლევანდოვსკი, ს. რობერტო.
ბარსელონა (4-2-3-1):
პროგნოზი
- WhoScored: 2-1
- Sportsmole: 2-1
- 90min: 2-1
- Yahoo: 2-2 (თერთმეტმეტრიანების სერიაში “მანჩესტერის” მოგება)
ფუ სიტის გუნდობა მოვ…ან დებილ ფილოსოფოს მწვრთნელთან ერთად ბურთის გორაობა გონიაფეხბურთი ტიპს
სრულად გეთანხმები, ლა ლიგაზე დიდი საზრუნავი ჩვენ ახლა არ გვაქვს. და მანჩესტერთან ბრძოლას კიდევ ახალი ტრავმირებულები დავამატოთ სულ არ გვაწყობს. მით უმეტეს რეალთან კიდევ თასზე გვიწევს ბრძოლა და არც მაგ ტიტულზე არ ღირს უარის თქმა.
ვერ ვითმენ ამ თამაშის მოლოდინში სულ საათს ვუყურებ
, ორი ფეხბურთის გიგანტი ამათი შეხვედრა საფეხბურთო ზეიმია ჩემთვის. იმედია დღეს საოცარ თამაშს ვიხილავთ. წარმატებები ორივე გუნდს
დაე ძლიერმა გაიმარჯვვოს.
ფავორიტად მანიუს თვლის ყველა და სამართლიანადაც, ბარსას დიდი დანაკლისთან ერთად რთული დავალებაც აქვს, ამიტო ჯობია თავი არ შეაკლან, ლალიგაში არ უნდა გაიფუჭონ საქმე ევროპალიგის გამო. ბუსკეცი რახან დაბრუნდა იმედია უფრო მშვიდად ითამაშებს ბარსა, წინა თამაშში ბურთის დაჭერა გაუჭირდათ, ქაოტურად თამაშიბდნენ და მანჩესტერმაც ბევრი შანსი მიიღო მაგის გამო, ხოდა იმედია სერხიო ბოლომდე მზადაა და წარმართავს თამაშს ისე როგორც საჭიროა. რობერტოს მოიაზრებს კიდე უმეტესობა ძირითადში და არამგონია ეგ გონივრული იყოს, ჯობია ტორსმა დაიწყოს, კარგი ქონდა წინა თამაში და თუ არ ივარგებს შეცვლის ალტერნატივა მაინც იქნება, მერე რომ შემოიყვანოს და ვერაფერი ქნას ეგ უარესია მგონი.