“ბარსელონა” რაფინიასთან ახალი კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადება. SPORT-ის ჟურნალისტის, კარლოს მონფორტის ინფორმაციით, ღონისძიება ხუთშაბათს, 5 ნოემბერს გაიმართება, თუ ბოლო წუთს გეგმები არ შეიცვლება.
ბრაზილიელი ფეხბურთელის ახალი ხელშეკრულება 2030 წლამდე იქნება ძალაში. მხარეებს შორის შეთანხმება დიდი ხნის წინ შედგა, ოფიციალური გაფორმების გადადება კი მხოლოდ საორგანიზაციო საკითხებმა გამოიწვია. კლუბსა და რაფინიას შორის უთანხმოება არ ყოფილა.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა დეკუმ რაფინიასთან შეთანხმების შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში განაცხადა. ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი, ახალი ხელშეკრულებით კი მისი კლუბში დარჩენა კიდევ ორი წლით გახანგრძლივდება.
ამრიგად, თუ გეგმები არ შეიცვლება, “ბარსელონა” უახლოეს დღეებში გუნდის კაპიტნის კონტრაქტის გახანგრძლივებას ოფიციალურად გამოაცხადებს.




ეს კაცი მიტოვებს იმის განცდას, რომ დიდი გუნდი ვართ და დიდ გუდნებთან შეგვიძლია მოგება. სხვა თითქმის ყველა ფეხბურთელი ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მათი მაქსიმუმი მხოლოდ ლა ლიგის გუნდებთან დომინაციაა.