კატალონიური “ბარსელონას” ორი მცველი, ერიკ გარსია და ანდრეას კრისტენსენი, ტრავმების შემდეგ მოედანზე დაბრუნებას უახლოვდება.
ჟურნალისტ ფერნანდო პოლოს ინფორმაციით, ორივე ფეხბურთელის მიზანია, 8 ნოემბერს, მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩისთვის მზად იყოს.
კრისტენსენი სექტემბრიდან ვერ თამაშობს ბარძაყის კუნთის დაზიანების გამო, ხოლო ერიკ გარსია ოქტომბერში, “ბეტისთან” შეხვედრაში დაშავდა. მათი არყოფნის პერიოდში ჰანსი ფლიკს დაცვის ხაზში არაერთი საკადრო პრობლემის მოგვარება მოუხდა.
აღსანიშნავია, რომ ფლიკი მანამდე ორივე მცველის დაბრუნებას სანაკრებო პაუზის შემდეგ ვარაუდობდა.




ეს კარგია. კრისტენსენი გვჭირდებს