2005-2006 წლების ჩემპიონთა ლიგის სეზონის გამარჯვებულის წევრები მომავალ ლიგის ფინალზე თავიანთ აზრებს გამოთქვამენ. რამდენიმე მათგანი ჩავიდა რომში და პატარა კომენტარები გააკეთეს გასულ და მომავალ ფინალთან დაკავშირებით.
ფრენკ რაიკაარდი:
“ეს ფინალი ექსტრაორდინალურია, რადგან მასში მონაწილეობას ორი საუკეთესო კლუბი იღებს. ეს მართლაც რომ ოცნების ფინალია. მე მჯერა “ბარსას” გამარჯვების.”
“თუ კატალონიელები შეძლებენ თავიანთი თამაშის პოვნას და ზედმეტ შეცდომებსაც არ დაუშვებენ, უბრალოდ ისინი “ვერ” წააგებენ. მაგრამ ვინ იცის? ეს ფეხბურთია.”
რონალდინიო:
“ჩემპიონთა ლიგის მოგება ისეთ გუნდთან ერთად როგორიც “ბარსელონაა”, ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მომენტი იყო. ნეტა ჩემმა კოლეგებმა ახლაც ისეთი სიხარული მოუტანონ თავიანთ ფანებს, როგორიც რამდენიმე წლის წინ ჩვენ მოვახერხეთ. მე მათ წარმატებებს ვუსურვებ. “Forza Barca”
ჯოვანი ვან ბრონხოშტი:
“ფინალში მსოფლიოს ორი უძლიერესი გუნდი გადის. მე მჯერა, რომ ფინალი მართლაც საოცნებო და ლამაზი იქნება.”
ჰენრიკ ლარსონი:
“ეს იქნება ფანტასტიური ფინალი ორი საუკეთესო კლუბის შესრულებით. მე მქონდა ბედნიერება ორივე გუნდში მეთამაშა, მაგრამ მე მაინც “ბარსასკენ” ვიხრები.”
ხოსე ედმილსონი:
“ვფიქრობ თქვენ ნახავთ ისეთ ფინალს, როგორიც მსოფლიო ჩემპიონატებზე ხდება და რომელშიც პლანეტის ორი საუკეთესო ფეხბურთელი, მესი და რონალდო, იღებენ მონაწილეობას.”
მაქსი ლოპესი:
“ეს იქნება ორი სხვადასხვა სტილის დაპირისპირება. ინგლისურის, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და “ბარსასი”, რომელიც გამოირჩევა სილამაზით.”
სანტი ესკიერო:
“ვიმედოვნებ ჩემი ყოფილი გუნდი მოახერხებს გამარჯვებას ისე, როგორც ეს პარიზში მოახერხა. მე მას წარმატებას ვუსურვებ.”
დეკუ:
“ვიმედოვნებ ორივე გუნდის ფანები ისიამოვნებენ იმით, რასაც რომის ფინალში ნახავენ, მაგრამ მე მინდა რომ “ბარსამ” პარიზის ფინალი გაიმეოროს და კლუბის ისტორიაში საუკეთესო სეზონი ლიგის ტიტულით დაასრულოს.”
ჟულიანო ბელეტი:
“პარიზის ფინალი იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი და მინდა “ბარსამ” ის გაიმეოროს.”
ოლეგერი:
“პარიზი იყო ოცნება ჩემთვის, ხოლო რომი ეს საოცნებო სიტუაციაა. კულმინაცია სეზონის.”
მარკ ვან ბომელი:
“ჩემპიონთა ლიგის “ბარსასთან” ერთად მოგება იყო საოცარი. ახლა მსოფლიოს ორი საუკეთესო კლუბი რომში ერთმანეთს შეეჯიბრებიან საუკეთესოს გამოსავლენად, მაგრამ მე მაინც კატალონიელებს ვქომაგობ.”
წყარო www.fcbarcelona.cat



