ბრაზილიელმა ფეხბურთის ლეგენდამ, პელემ, ისაუბრა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მის ქვეყანაში გაიმართება.
“კონფედერაციის თასზე ბრაზილიამ დაამტკიცა, რომ შეუძლია გაუმკლავდეს ზეწოლას. გარდა ამისა, ფეხბურთელები მიჩვეულნი არიან პრესის თანხლებით კლუბებში თამაშს”.
“ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კონკურენტები? არსებობს ბევრი კარგი გუნდი – ესპანეთი, იტალია, გერმანია, ჩილე და რა თქმა უნდა არგენტინა. მესი შესაძლოა გახდეს სერიოზული ფაქტორი არგენტინის გამარჯვებაში, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე”, – განაცხადა პელემ.