workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აიტანა ბონმატის გოლი 113-ე წუთზე! — ესპანეთმა გერმანია დაამარცხა და ფინალში გავიდა

აიტანა ბონმატის გოლი 113-ე წუთზე! — ესპანეთმა გერმანია დაამარცხა და ფინალში გავიდა

ესპანეთმა ქალთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანიას 1-0 მოუგო და, ისტორიაში პირველად, ამ ტურნირის ფინალშია.

90 წუთში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა და მატჩი დამატებით დროში გადავიდა. 113-ე წუთზე, გერმანიას აიტანა ბონმატიმ გაუტანა — ბარსელონას ფეხბურთელმა ან-კატრინ ბერგერის კარი ძალიან მახვილი კუთხიდან, ძლიერი დარტყმით აიღო.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 7 ბარსელონელი იყო – აიტანა ბონმატი, ალექსია პუტელიასი, კლაუდია პინა, ირენე პარედესი, კატა კოლი, პატრისია გიხარო და ონა ბატლიე. სალმა პარალიუელო თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, ვიკი ლოპესი და ჟანა ფერნანდესი კი სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.

“ფურია როხა” ფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა 27 ივლისს (20:00), ბაზელში, “სტ. იაკობ-პარკზე” გაიმართება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 24 ივლ 2025, 17:50
    #1

    მოკლეს ბარსელონას ფეხბურთელების გარეშე, ქალები იქნებიან თუ კაცები ესპანეთის ნაკრებს არაფერი გამოსდის.