workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კუბარსი, ბერნალი და ჩავი ესპარტი Golden Boy-ს 25 ფინალისტს შორის მოხვდნენ

კუბარსი, ბერნალი და ჩავი ესპარტი Golden Boy-ს 25 ფინალისტს შორის მოხვდნენ

bolt მოკლედ
"ბარსელონას" სამი ახალგაზრდა ტალანტი - პაუ კუბარსი, მარკ ბერნალი და ჩავი ესპარტი 2026 წლის Golden Boy-ს 25 ფინალისტს შორის მოხვდა. გამარჯვებულს Tuttosport-ის 50 ევროპელი ჟურნალისტისგან შემდგარი ჟიური ნოემბერში, ტურინში გამოავლენს.

“ბარსელონას” ახალგაზრდა ტალანტები Golden Boy-ს ჯილდოს პრეტენდენტთა შორის მოწინავე პოზიციებზე კვლავ გამორჩეულად არიან წარმოდგენილნი. იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა, Transfermarkt-თან თანამშრომლობით, მსოფლიოს 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად 25 ფინალისტი ოფიციალურად დაასახელა. ამჯერად კატალონიურ კლუბს სამი ნომინანტი ჰყავს: პაუ კუბარსი, მარკ ბერნალი და ჩავი ესპარტი.

სიაში უდავოდ იქნებოდა მეოთხე – ლამინ იამალიც, თუმცა რეგლამენტის თანახმად, წინა წლების გამარჯვებულებს ჯილდოს ხელმეორედ მოგება აღარ შეუძლიათ (“ბარსას” მე-10 ნომერმა ეს პრიზი 2024 წელს დაისაკუთრა). სინამდვილეში, “ბარსელონას” ნებისმიერ სხვა კლუბზე მეტი, ჯამში ოთხი გამარჯვებული ჰყავს აღზრდილი.

პირველი ლეო მესი გახლდათ 2005 წელს, დანარჩენი სამი კი ბოლო ხუთ გათამაშებაში გამოვლინდა: პედრი (2021), გავი (2022) და ლამინ იამალი (2024). გარდა ამისა, ჯილდოს კიდევ სამ მფლობელს – სესკ ფაბრეგასს (2006), სერხიო აგუეროსა (2007) და ჟოაუ ფელიქსს (2019) სხვადასხვა დროს “ბარსელონას” მაისურით უთამაშიათ.

ფინალისტთა შორის კუბარსის, ბერნალისა და ჩავი ესპარტის ყოფნით, “ბარსას” კვლავ რეალური შანსი აქვს, გამარჯვებული თავის რიგებში იხილოს. გადაწყვეტილებას წამყვანი ევროპული გამოცემების 50 ჟურნალისტისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჟიური მიიღებს, ტრიუმფატორის ვინაობა კი ნოემბერში, ტურინში გახდება ცნობილი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

დატოვე კომენტარი

  • Fuhrer
    Fuhrer ახალბედა
    schedule 05 ოქტ 2026, 23:22
    #1

    ოქროს ბურთი იამალი, ოქროს ბიჭი კუბარსი.

    ჩვენი ნაკრები არ გამოსულა მინდორზე თუ რატო ვერ ვხედავ?

    • Robert lewandovski
      Robert lewandovski კულე
      schedule 05 ოქტ 2026, 23:48
      #2

      როგორ თქვიო რო სვანაძე არ უნდა მოეყვანათო არადა დამიწყეს აქ, არადა თავიდანვე ნათელი იყო რო პიტალო უჟილკო ტრენერი გამოდგებოდა, აი არანაირი პოზიტივი არ შეიმჩნევა ნაკრების თამაშში, რაღაც პატარა ცვლილება მაინც ხო უნდა იყოს არა? და ამ კვარაცხელიას თავმოყვარე მწვრთნელი ვაფშე სკამზე დააგდებდა და აღარ ააყენებდა, მაგისმა გაფუჭებულმა პენალტმა სულ არია საქმე და სანიოლიც გადაჰყვა რა. ვილი მაინც გაცილებით უკეთესი იყო ამ უინტელექტო იდიოტზე, მოკლედ არაა საშველი რა.

      • Tiki-Taka
        Tiki-Taka ახალბედა
        schedule 06 ოქტ 2026, 01:05
        #3

        კვარაცხელიას ოქროს ბურთს კიარა ათეულშიც აღარ შეიყვანენ ისე თამაშობს, დღეს მინიმუმ 10 კაცი ჯობია მისსავე პოზიციაზე, რა სჭირს ასეთი არ ვიცი მთელი ზაფხული დაისვენა