workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიას ტრავმა არ აქვს – ის ხეტაფესთან ითამაშებს

რაფინიას ტრავმა არ აქვს – ის ხეტაფესთან ითამაშებს

bolt მოკლედ
სამედიცინო შემოწმებამ დაადასტურა, რომ რაფინიას ტრავმა არ აქვს. ბრაზილიელი "ბარსელონას" 10 ოქტომბერს, "ხეტაფესთან" გასამართ შეხვედრაში დახმარებას შეძლებს.

რაფინია შაბათს, 10 ოქტომბერს (თბილისის დროით 20:30 საათზე), “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ხეტაფეს” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს. ლა ლიგის ერთპიროვნული ლიდერის (21 ქულა 21-დან) ბრაზილიელ თავდამსხმელს “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ დადებითი პასუხი მისცა: მარჯვენა ბარძაყის ედემამ (შეშუპებამ), რომლის გამოც მან სამშაბათს ავსტრალიასთან მოგებულ სპარინგში (4-2) მოედანი ნაადრევად დატოვა, სერიოზული დაზიანება არ გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ფეხბურთელისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ კლუბში ოპტიმიზმი ისედაც არსებობდა, “ბარსელონაში” სანტ ჟოან დესპიში დაგეგმილ საფუძვლიან გამოკვლევებს მაინც ელოდნენ. რაფინია ბაზაზე დაახლოებით 11:00 საათზე მივიდა და იქაურობა საკუთარი ავტომობილით 12:30 საათისთვის დატოვა.

შესაბამისად, რაფინიას ტრავმა გამოირიცხა. ფეხბურთელმა თავი აარიდა შაბათს, კალკუტაში ინდოეთის წინააღმდეგ ბრაზილიის ნაკრების მესამე ამხანაგურ შეხვედრას, თუმცა მომავალ კვირას, როდესაც გუნდი ორშაბათიდან სავარჯიშო პროცესს განაახლებს, უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული. კლუბი ოფიციალურ სამედიცინო დასკვნას არ გამოაქვეყნებს, რადგან დაზიანება არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ შემტევი ბარსელონაში ხუთშაბათს, ნაშუადღევს დაბრუნდა – მელბურნიდან დუბაის გავლით 20-საათიანი დამღლელი ფრენის შემდეგ.

ოქტომბრის კალენდარი “ბლაუგრანასთვის” უაღრესად მძიმე იქნება: “ხეტაფე” (10 ოქტომბერი), “გალათასარაი” (13 ოქტომბერი), “ბეტისი” (17 ოქტომბერი), “პარი სენ-ჟერმენი” (20 ოქტომბერი) და “რეალ მადრიდი” (25 ოქტომბერი). ჰანსი ფლიკის გუნდს სეზონის ბრწყინვალე სტარტის გამყარება უმაღლესი დონის მეტოქეებთან მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი