რობერტ იარნი, ერთ-ერთი რეკორდსმენი “ხორვატიის” ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული მატჩების მიხედვით, გახდა ბრინჯაოს მედალოსანი 1998 წლის მსოფლიოზე და მოიგო ტიტულები სხვადასხვა კლუბებში. გერმანიაში მას არ უთამაშია, თუმცა 2013 წლის საკუთარი გუნდი უმეტესად გერმანული კლუბის, “ბაიერნის” ფეხბურთელებით დააკომპლექტა.
იარნიმ, რომლის ანგარიშზე 81 მატჩია ხორვატიის ნაკრებში, თავის სიმბოლურ გუნდში 6 ფეხბურთელი მიუნხენური კლუბიდან შეიყვანა, რომელთაგან ერთ-ერთი მისი თანამემამულე, მარიო მანჯუკიჩია. იარნიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ნამდვილად კარგი თავდამსხმელია.
მანუელ ნოიერი: მან თავისი მაღალი კლასი ჯერ კიდევ “შალკე 04”-თან დაამტკიცა და უკვე ნათელია, რომ ნოიერი მსოფლიო დონის მეკარედ იზრდება. ჩემთვის ის ნომერ პირველია ევროპაში.
ფილიპ ლამი: ის დიდი პროფესიონალია, თავისი დიდი გამოცდილებით მას შეუძლია ითამაშოს იქ, სადაც მწვრთნელს სურს: მარცხენა ფლანგზე, მარჯვენა ფლანგზე ან თუნდაც ნახევარდაცვაში.
დავიდ ალაბა: მაგიური მცველი. მას ზოგიერთი ტაქტიკური ცოდნა აკლია დაცვაში თამაშისთვის, მაგრამ ალაბა ძალიან სწრაფი და ძლიერია. თანდათან იგი ტოპ კლასის ფეხბურთელი გახდება.
ტიაგო სილვა: ამ პოზიციაზე სილვა და რამოსი უკონკურენტიანები არიან. ბრაზილიელს აქვს შესანიშნავი სათამაშო ინსტიქტი, ის ძლიერი და გამოცდილია.
სერხიო რამოსი: ყველაფერი, რაც სილვაზე ვთქვი, ვრცელდება რამოსზეც. თამაშის გაგება და ბრწყინვალე შესრულება დაცვით მოვალეობებში.
პოლ პოგბა: შესანიშნავი ახალგაზრდა ნიჭიერი, რომელიც “იუვენტუსში” მსოფლიო დონის “ოპორნიკად” გაიზარდა. მას აქვს დიდი პოტენციალი, გარდა იმისა, რომ ის კარგად თამაშობს თავდასხმაში. მისი დარტყმა განსაკუთრებით საშიშია ბოლო წუთებში.
ფრანკ რიბერი: გასულ სეზონში მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ხშირად იყო საუკეთესო ფეხბურთელი მატჩებში, იტანდა გადამწყვეტ გოლებს. ამავე დროს, ის თამაშობს გუნდისთვის, თუმცა აქვს ნათელი ინდივიდუალური თვისებები.
ბასტიან შვაინსტაიგერი: არაერთხელ დაამტკიცა, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ძალიან ხშირად ის არის მთავარი გმირი მოედანზე. გამოცდილი, ფიზიკურად ძლიერი, რაც ზრდის ინტერესს, მისი თამაშის მიმართ.
კრიშტიანუ რონალდუ: ვფიქრობ, დღეს რონალდუ მსოფლიოში საუკეთესოა. სადაც მან ითამაშა, მას არ აინტერესებდა, თუ რომელი გუნდი იყო მისი მოწინააღმდეგე. ის ყოველთვის ძალიან კარგია.
ლიონელ მესი: რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთელი განსაკუთრებით ნიჭიერია. ის შეუდარებელია. მესის თამაში სასიამოვნოა. გარდა ამისა, ის ეხმარება სხვა შესანიშნავ ფეხბურთელებს, რომლებიც “ბარსელონასთვის” ირჯებიან. საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა სხვა გუნდის შემადგენლობაში.
მარიო მანჯუკიჩი: ეს არის ჩვენი ბიჭი, ხორვატიელი. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამშობლოდან წასვლის შემდეგ საგრძნობლად მოუმატა. სამშობლოში მას რთული დრო ჰქონდა, მაგრამ მან მოახერხა გამხდარიყო ტოპ კლასის ფეხბურთელი. მანჯუკიჩი ყოველთვის იყო ძლიერი და ტექნიკური, ახლა კი მას შეუძლია დაეხმაროს სხვა ფეხბურთელებს. ეს მას განვითარებაში დაეხმარება.