თუკი ამ “ბარსელონაში” მოედანზე გატარებული წუთების იდეალურად გამოყენება ვინმემ იცის, ეს გაბრიელ ჟეზუსია. ბრაზილიელ ფორვარდს ორი გოლის გასატანად ნახევარ საათზე ოდნავ მეტი დასჭირდა. კლუბში მოსვლის შემდეგ შესაძლო ოთხი შეხვედრიდან მან მონაწილეობა სამში მიიღო: ერთი ბურთი ჩემპიონთა ლიგაზე როტერდამის “ფეიენორდს” გაუტანა, სანტანდერის “რასინგთან” კი ლა ლიგაშიც გაიხსნა.
მოედანზე შემოსვლიდან სულ რამდენიმე წუთი იყო გასული, როდესაც ჟეზუსი “ბარსელონას” საგოლე ფესტივალს შეუერთდა – მარჯვენა ფლანგიდან წამოსულ პასს ფეხი მოძრაობაშივე დაუხვედრა და ბურთი ბადეში გაახვია. ეს იყო მისი პირველი გოლი ესპანეთის ჩემპიონატში და მეორე კატალონიური გრანდის მაისურით.
მისგან მეტის მოთხოვნა უბრალოდ შეუძლებელია. თუკი მის სტატისტიკას ვნახავთ, მთავარი სათაური ასეთი იქნება: “ბარსელონაში” ის გოლს ყოველ 18 წუთში იტანს.
“აქ მნიშვნელოვანი გოლების გასატანად მოვედი.”
ჯერჯერობით ბრაზილიელი სწორედ მაშინ იტანს, როდესაც გუნდი მეტოქეს ქარიშხალივით უვლის: მეხუთე გოლი “ფეიენორდთან” (5-1) და მეექვსე ბურთი “რასინგთან” (6-2).
სხვა მწერლები სად გაქრნენ მარტო ერთი კაცი რომ დებს სიახლეებს?!