ბარსელონამ ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი ბრწყინვალე პერფორმანსით გახსნა – ჰანსი ფლიკის შეგირდებმა კამპ ნოუზე ფეიენორდი 5-1 დაამარცხეს.
ბარსა რაფინიამ დააწინაურა – ბრაზილიელმა შესანიშნავი მოძარაობით მეტოქის ორი ფეხბურთელი გაზონზე გაასრიალა და ტიარკ ერნსტის კარი აიღო. მეორე გოლი ქარიმ ადეიემიმ შორეული დარტყმით გაიტანა და პირველი ტაიმი 2-0 დასრულდა.
მეორე ნახევარში კატალონიურმა გრანდმა მეტოქეს კიდევ 3 გოლი შეუგო. რაფინიამ მეორეც გაიტანა და დუბლი შეასრულა, შემდეგ კი ლამინ იამალმა, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე კაპიტნის სამკლავური გადაიბარა, ჯარიმა დიდებულად დაარტყა და სტუმართა გერმანელ მეკარეს შანსი არ დაუტოვა. სემ სტეინმა ერთი გოლი გაქვითა, თუმცა მალევე გაბრიელ ჟეზუსმა თავური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5-1!
ბარსელონა 5-1 ფეიენორდი
⚽ 1-0, რაფინია 3′. 2-0, ადეიემი 22′. 3-0, რაფინია 57′. 4-0, იამალი 77′. 4-1 სტეინი 82′. 5-1, ჟეზუსი 85′.
ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ტურში გალათასარაის დაუპირისპირდება, მანამდე კი გუნდს რამდენიმე მატჩი ლა ლიგაში ელის.
ამ ფანჩ*რა კუკურელიასთვის უკვე გადაუსხიათ სისხლი რეალში. არ მიყურებია და თურმე რეები უკადრებია ინტერთან მატჩში. მართლა სერიოზულად მაინტერესებს ტრენინგებს ხომ არ უტარებენ თუ როგორ არაკაცურად მოიქცეს და ამისთვის არავინ დაგსჯის?! ასეთი ბინძური გუნდი მეორე არ მეგულება მსოფლიოში. მოურინიო ამ სიბინძურეს გაასამაგებს, ეჭვი არ მეპარება.
მთავარია ეს ინერცია რაც აკრიფეს შეინარჩუნონ მთელი სეზონის განმავლობაში, კიდე აზრზე არ ვართ რა გველოდება წინ დეიონგი რო დაბრუნდება, ჩათვალეთ ნახევარ დაცვა სულ ოპტიმალურ ფორმაში იქნება დასვენებული, აღარ მოუწევს პედრის მთელი სეზონი გიჟივით სირბილი, ეს ყველაფერი საშუალებას მისცემს ფლიკს რომ სხვა ასპექტებს დიდი ყურადღება დაუთმოს
რაფინია ოქროს ბურთზე მიიწევსს
გალათასარაი ბარსა იქნება ძალიან მაგარი თამაში, თურქეთში პრესინგს მიიღებს ბარსა წნეხს იქ წავა თამაში
არამგონია მარტივად დავშლით რაის გალათასარაი თუ არ დაეზარათ თამაში.
არაუხომ მაგარი პასი მისცა ქუსლით სობოსლაის,მე ვამბობდი ეგ კაცი მაგარ არის დაბალ ბლოკში და აგერ თქვენ თვითონ ნახეთ.
ალბათ შემდეგ წელს თორე წელს ნომინირებულიც არა😂 ისე სამაგალითო კაცია 28 წლის ასაკში არაფრით გამორჩეული ფეხბურთელი იყო და დღეს ერთ-ერთი უთესლესი ფეხბურთელია.
არაუხოს ქუსლით საგოლე ვიძახი გამოისყიდის ლივე
ეუ რა პასი მისცა იმ გორილამ სობოსლაის
არადა მარჯვენაზე კრაიზე კაია არაუხო მე პირადად კუნდეს მირჩევნია იმედი მაქვს დააქამბექებს კარიერას და გამოისყიდის ლივერპული
ადმინ ჩვენი გატანილი გოლების ვიდეოები დადეთ რა ულამაზესი იყო ხუთივე ❤️
ძალიან მომწონს გოლი, რომელიც ხარიხას ხვდება და ისე შედის კარში და მეორე როცა მცველებს გაასრიალებენ და ისე გააქვთ. ეს მეორე იდეალურად შეასრულა რაფომ, ორი ტიპი გაუშვა მაწონზე. თანაც სველ მინდორზე ისე გასრიალდნენ, რომ მგონი ტრიბუნებთან გაჩერდნენ.
მესის გოლი გამახსენდა არსენალთან, აღარ მახსოვს ვინ იდგა კარში, თამაშის წინ მაგანაც წაიტრაბახა მესის ჩემთვის გოლი არ გაუტანიაო და როგორც ყოველთვის მესი ლეომაც ხათრი არ გაუტეხა, ოღონდ რაფინიამ ორი მცველი დასვა ციგაზე და ლონდონში ლეომ ერთი მცველი და ერთიც ის ნაგლი მეკარე ხო გამახსენდა ჩეხი იყო, თავისი ტანკისტის შლემით.
ალმუნია იყო