2026 წლის 9 სექტემბერი, ოთხშაბათი გაბრიელ ჟეზუსისთვის დაუვიწყარ დღედ დარჩება. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა “ბარსელონას” მაისურით გოლების ანგარიში ოფიციალურად გახსნა. ეს მოხდა ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის საერთო ეტაპის სასტარტო მატჩში, რომელშიც კატალონიურმა გრანდმა როტერდამის “ფეიენორდი” 5-1 გაანადგურა.
ბრაზილიელი შემტევი მოედანზე დანი ოლმოს ნაცვლად სულ რამდენიმე წუთის შემოსული იყო, როდესაც 85-ე წუთზე ლამინ იამალმა საჯარიმოში ჩააწოდა, ჟეზუსმა კი თავური დარტყმით ბურთი მეკარე ერნსტს ოსტატურად ჩასუვა ქვედა კუთხეში და შეხვედრის საბოლოო წერტილი დასვა – 5-1.
სადებიუტო გოლი “ბარსელონას” რიგებში და თანაც საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ “სპოტიფაი კამპ ნოუზე” – ეს ბრაზილიელი ცხრიანისთვის ჭეშმარიტად იდეალური საღამო გამოდგა.
თვითდაჯერებისთვის ძალიან კარგია. ჟეჟუსი მის სიტყვას კიდევ იტყვის! +15 ამ სეზონში!