ოთხშაბათს, 26 აგვისტოს, “ვილიარეალთან” ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ “ატლეტიკო” მახადაონდას ბაზაზე სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. სავარჯიშო სესიას მნიშვნელოვანი ფიგურა, ხულიან ალვარესი აკლდა – არგენტინელი თავდამსხმელი ბაზაზე საერთოდ არ გამოჩენილა.
კლუბის წყაროების განმარტებით, ფეხბურთელი მთელი ღამის განმავლობაში თავს შეუძლოდ გრძნობდა. თუმცა, ეს ყველაფერი ემატება გასულ კვირას “მეტროპოლიტანოზე” განვითარებულ მოვლენებს, როდესაც გულშემატკივრებმა ალვარესი “ბარსელონაში” გადასვლის სურვილის გამო სტვენითა და შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიიღეს. არგენტინელის არყოფნა სატრანსფერო ფანჯრის დასკვნით ეტაპზე ეჭვებს კიდევ უფრო ზრდის და უახლოეს დღეებში გამოჩნდება, დაუბრუნდება თუ არა ის გუნდს ჩვეულ რეჟიმში.
მადრიდელთა მკაცრი პოზიცია და 150-მილიონიანი ალტერნატივა
“ატლეტიკოსთვის” “ბარსელონა” კვლავ მიუღებელ ვარიანტად რჩება. ერთადერთი გამოსავალი, რომელსაც მადრიდული კლუბი განიხილავს, ფეხბურთელის პრემიერ ლიგაში გაყიდვაა. თუ “არსენალი” მოთხოვნილ 150 მილიონ ევროს გადაიხდის (სასურველია ერთიანი გადარიცხვით) და თავად მოთამაშეც თანახმა იქნება, ტრანსფერს მწვანე შუქი აენთება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ალვარესს კლუბთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 490 მილიონი ევროა. “ატლეტიკო” გადაჭრით ეწინააღმდეგება მის “ბარსელონაში” გადასვლას, განსაკუთრებით ბოლო თვეებში ფეხბურთელის ქცევის გათვალისწინებით.
2 რამის თქმა მინდა
ჯერ ალვარესია მზე მაგათთან რომ ასეთი კონტრაქტი გააფორმა.
მერე კიდე მეორე, ეს ალვარესი ამ სეზონში ისე ჩამზევდება რომ 150 კიარა 15 საც აღარავინ გადაუხდის, მოუწევთ ტყუილად ხელფასის ხდა.
ჩემი აზრით არაფერიც არ ჭირს და უკვე ვარჯიშის გაცდენებზე გადავიდა, მაგრამ ატლეტიკომ მედიაში სიტუაცია რომ განმუხტოს, ამიტომაც იძახიან რო ცუდადააო.
რაღაცა ხაან ბევრი დამთხვევა ხო არაა უკვე შემთხვევით?
ჯერ ფანებთან არ მივიდა, პირდაპირ გასახდელში წავიდა და ატლეტიკომ თავისი *რაკის დასაცავად ის თქვა რომ კლუბის წევრებმა უთხრეს ეგრე გააკეთეო, ამ დროს ღადაობა ისაა რომ მწვრთნელს მაგაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა, ახლა ვარჯიშზე არ გამოცხადდა და იძახიან ცუდადააო.
გუშინ მთელი დღე იმაზე იწერებოდა რომ იმ *ლე ხილ მარინს მაგისი გაჯმეინება გადაწყვეტილი აქვსო ოღონდ არსენალს ცდილობს რომ მიასაღოს, ახლა ჩირინგიტოს პოსტი ვნახე, არტეტა ურეკავდა თურმე და ამას არც კი უპასუხია..
ეს ბარსაც ძაან საეჭვოდ არ იღებს ხმას და არავის მოყვანაზე არ მუშაობენ თითქოს. ისიც იწერებოდა რომ თუ ახლა ვერ იყიდიან, მაშინ ვაბშე არავის მოიყვანენ და მერე ზამთარში შეეცდებიანო..
მე პირადად მგონია რომ ეგეთი ფეხბურთელის გუნდში დატოვება კამიკაძეობაა.
ატლეტიკოს პოზიციისაც მესმის გარკვეულწილად და მთელი ეს კონტრაქტების ბიუროკრატია, მაგრამ არ შეიძლება რომ ადამიანს ასე გამეტებით მოექცე და თუ მაგრად გკიდია, მაშინ მთელ გუნდს, პრესტიჟს და შენს მომავალს ამ *ლეობას რატომ უკეთებ?!
ადექი რა, გააკეთე ეგ 150 მილიონი და შენი ერთგული ხალხი მოიყვანე, ზუსტად ეგაა სწორი სპორტული პროექტი და არა ის რომ პროსტა ვარსკვლავის სტატუსის და სხვა გუნდზე ჯიბრში ჩადგომის გამო, შენი მომავალი დაიღუპო, თან როგორც ვიცი ამ ყველაფერსაც რომ შევეშვათ და ობიექტურად შევხედოთ, ტიპებს fair play ის გამო დიდი შემოსავალი ჭირდებათ რათა ფეხბურთელები დაიმატონო, სორლოტი გაუყიდიათ და 1 სტრაიკერს კიდევ ეძებენ, მაგრამ ფინანსების გამო ვერ მოყავთო.
ჰოდა პროსტა ვიღაცა *ლის ეგოს ეწირება მთელი კლუბი და ფეხბურთელი.. აი რატო?
თან არც რაიმე განსაკუთრებული ფეხბურთელია რო აი ვერ ელეოდე. პსჟ რომ მბაპეს აბამდა მაგაში მართლა არაფერი არ იყო განსაკუთრებული, რადგან საუკეთესო ფეხბურთელს მარტივად არავინ შეელევა, ჰალანდსაც რომ თავისი ნებით არავინ გაყიდის ეგეც გასაგებია, არც იამალს გავყიდიდით უბრძოლველად.. ვერც ბელინგემს წამოიყვან მადრიდიდან და არც პედრის გამოგატანს არავინ, აი ამ 5 კაცის ქვემოთ ჩემთვის უკვე ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არსებობს, განსაკუთრებით ალვარესი სადღაც ალბათ მე-3-4 ეშელონის ფეხბურთელია და 150იც არ ღირს, თან ღადაობა ისაა რო ამათაც ყელში ამოუვიდათ და ნებისმიერ გუნდში გაუშვებენ ბარსას გარდაო, ხოდა.. ასეთი გამწარება რა პონტია? ნუ კარგი, ახლა კიდე მესმის რატო შეიძლება გამწარებულები იყვნენ, მარა თავიდანვე ამ ხოდით რომ იყვნენ, აი რა დავუშავეთ პირიქით აქეთ თუ არ დაგვიშავეს კიდე?! ყველა მოლაპარაკება რაც მაგათთან გავმართეთ ჩვენი წაგებით დასრულდა, თუ სადმე რამე თამაში მოგვიგეს ყველგან მსაჯის ხელი ერია, ამ 2 დეკადაში თუ სადმე რამე ტიტული მოიგეს ისევ ჩვენგან გაშვებული ფეხბურთელების წყალობით და ახლა ისე გვექცევიან თითქოს პირიქით გაგვეკეთებინოს ეს ყველაფერი😂😂
ერთი სიტყვით
Free alvares!😂
დიდად არ მინდოდა ამისი ტრანსფერი უკვე რამდენი ხანია, მარა ყველაფერს საზღვარი აქვს..
შიდა ინფოებს რასაც ვკითხულობ თურმე დეპრესიაშია ალვარესი და აღარც ვარჯიშობს, წესიერად აღარ ცხოვრობს, სახეზეც ეტყობა როგორი განადგურებულიცაა, მსოფლიოზე უკვე ასე იყო, თან ტრავმით და ხალხი უკვე ლანძღავდა.. მოკლედ ძალიან მეცოდება ეგ ბიჭი და ფაქტია რომ ჩვენმა კლუბმა გაუკეთა ეგ ყველაფერი, ახლა კი გასაკვირიც არაა რომ სხვის მოყვანაზე აღარ ჩალიჩობენ ვინაიდან ძალიან დიდი *როჭობა იქნებოდა ბიჭის ამ მდგომარეობაში ჩაგდების მერე, უცებ სხვაზე რომ გადართულიყვნენ. თან ისიცაა რომ ესენი სხვაზე რომ გადართულიყვნენ, დიდი ალბათობით ალვარესი მართლა წავიდოდა არსენალში და აი ეგ უკვე მთელ მსოფლიოს არ აწყობს, რადგან ახლა თუ რამეში მოხოდვა ჭირდება არსენალს ერთადერთი შემტევი ხაზია და ჯერ ვინიზე იწევდნენ, ახლა ალვარესზე.. რაც ყველასთვის ძალიან სახიფათოა, ამიტომ ბარსა მარტო თავის თამაშსაც არ თამაშობს..
გაიკვეხონ დუმაში, ლალიგას და კოპას მაინც ვერ მოჭამენ ამ სეზონში სულ რო ფორლანი და ფალკაო ყავდეთ ფორმის პიკში, უჩლს მოგება კიდე ატლეტიკოს ამ საუკუნეში არ უწერია გინდ ალვარესით და გინდ მაგის გარეშე, დაიტოვონ დაალპონ სკამზე სხვებისთვის მაინც იქნება მაგალითი მაგ საღორეში როაღარ უნდა მივიდნენ
იმედია მანდ მაინც არ დარჩება და არსენალში წავა.მე ეგეთი ქომაგობა არ მესმის ანუ სუარესისთვის უნდა გვესტვინა გვეგინებინა ან ვილასთვის ეს არის არადამიანური ქაჯობა🤬