workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

2013 წელი “ბარსელონასათვის” პოზიტიური ინტონაციით დასრულდა. “ხეტაფესთან” მოპოვებული გამარჯვების შემდეგ “ბლაუგრანას” ფეხბურთელებმა სოციალურ ქსელებში საკუთარი სიხარული გამოხატეს.

ნეიმარი: “წარმატებები დღეს, ძმაო!”

“ჩემი ცხოვრება!”

ტელიო: “ბრწყინვალე ქამბექი. ვულოცავ პედროს ჰეთ-ტრიკს. ბედნიერი დღესასწაულები ყველას!.”ფოტო რა თქმა უნდა, ეპიკურია. რას ვიზამთ ყველას ჰყავს მეგობარი, რომელიც ფოტოს აფუჭებს. კრისტიანიც არ არის გამონაკლისი.

პიკეს უყურადღებოდ არ დაუტოვებია: “ნეტა ვისია მეხუთე წერტილი ტელიოს ფოტოზე? 4 ვარიანტია: აურელი ალტამირა, ალექს სონგი, მარკ ბარტრა და პეპ კოსტა.”

მუნიესა: “ან ბარტრა ან აურელი! ჰა-ჰა!”

პინტო: “კიდევ ერთი მაგალითი იმას, რომ არასოდეს არ უნდა დანებდე. სიტყვები საჭირო არ არის!.”

“თამაშის შემდეგ. მოვიდა დრო დამსახურებული დასვენებისათვის. მთელი გუნდი ბედნიერ დღესასწაულებს გისურვებთ!”

კუენკა: “ხეტაფე – ბარსელონა 2-5! უკანასკნელი თამაში შობამდე. გილოცავთ, მეგობრებო! შევხვდებით 2014 წელს.”

ალვესი: “ყველას გილოცავთ დამდეგ შობას და ახალ წელს! იყავით მადლიერი კიდევ ერთი განვლილი წლით. ასევე, იყოთ საკმარისად ჯანსაღი, რათა იცხოვროთ 2014 წელს, რომელიც კიდევ უფრო უკეთესი იქნება!.”

[media=http://www.youtube.com/watch?v=8p8AHjBjwN4]

ფაბრეგასი: “ამ წარმოუდგენელი ადამიანის ჰეთ-ტრიკი. გილოცავ მეგობარო!”

“მოვედი სახლში და აღმოვაჩინე ეს!”

დოს სანტოსი: “ახალი გამოსახულება კარლოს მოლესისაგან. მადლობა, ძმაო!”

 ინიესტა: “დავასრულეთ წელი გამარჯვებით და ჩემპიონატში ლიდერობით. წარმოუდგენელი პედრო!”

მესი: “ჩვენ აღარ ვართ საკუთარი სამყაროს ფეხბურთელები – ახლა ჩვენ ერთი გუნდი ვართ დედამიწაზე!”

[media=http://www.youtube.com/watch?v=HWdcqgWWZqM] 

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward