workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათსარაი

გალათსარაი ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
შვიდი დებიუტი სპოტიფაი კამპ ნოუზე

შვიდი დებიუტი სპოტიფაი კამპ ნოუზე

გუშნდელი საღამო ‘ბარსელონას” შვიდი ფეხბურთელისთვის განსაკუთრებული იყო. მათ “ბარსელონას” მაისურით “სპოტიფაი კამპ ნოუზე” პირველად ითამაშეს. დებიუტანტების სია ასე გამოიყურება: კარიმ ადეიემი, ჰამზა აბდელკარიმი, ჯესი ბისივუ, ბრიან ფარინიასი, ორიან გორენი, ჟორდი პესკერი და ენტონი გორდონი.

ჰამზა აბდელკარიმი – დებიუტი და გოლი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ

სასტარტო შემადგენლობაში ერთადერთი დებიუტანტი ეგვიპტელი ჰამზა აბდელკარიმი იყო, რომელმაც ეს შანსი მაქსიმალურად გამოიყენა. თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ უდიდეს სცენაზე მან პირველი გოლი გაიტანა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იყო ერთადერთი მოთამაშე, რომელსაც სტადიონზე დებიუტი ჰქონდა და პირველი გოლიც იზეიმა.

ადეიემი და გორდონი გოლთან ძალიან ახლოს იყვნენ

კარიმ ადეიემი და ენტონი გორდონი გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ორივე ახალწვეული ძალიან მწვავედ მოქმედებდა და აშკარად სურდათ გოლის აღნიშვნის სიხარული შეეგრძნოთ. ადეიემის შორეული დარტყმული ცხრიანს მცირე მანძილით აცდა, გორდონმა კი, სამწუხაროდ, მის მიერვე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა.

ინგლისელს “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაზე “ნიუკასლის” რიგებში უკვე ჰქონდა ნათამაშები, მაგრამ მასპინძლის რანგში ეს მისი დებიუტი იყო. ადეიემისაც ჰქონდა “ბარსელონას” წინააღმდეგ “ბორუსია დორტმუნდის” მაისურით ნათამაშები, თუმცა ის მატჩი “ლუის კომპანისის სახელობის ოლიმპიურ სტადიონზე” გაიმართა.

კიდევ რამდენიმე დებიუტი ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის

მეორე ტაიმში “ლა მასიას” რამდენიმე მოთამაშის დებიუტიც ვიხილეთ, რომლებიც წინასასეზონო ეტაპზე აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ფარინიასმა და გორენმა ნახევარდაცვაში სიმშვიდე შეიტანეს, ჟორდი პესკერმა მარცხენა მცველის პოზიციაზე კვლავ ძალიან პროფესიონალურად ითამაშა, ჯესი ბისივუმ კი შეტევაში გაიბრწყინა. ეს თარიღი ყველასთვის დაუვიწყარი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    Rick Sanchez კულე
    schedule 21 აგვ 2026, 10:20
    #6

    იმედია გაამართლებენ დებიუტანტები

  • Andro dugladze
    Andro dugladze ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 09:51
    #5

    გორდონი ძაან მეიმედება კაი ბიჭია

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 21 აგვ 2026, 04:40
    #4

    ალბათ ასე ძლიერი ბარსა კარგა ხანია არ ყოფილა; აკადემიიდან ძლიერი კონკურენციაა და ეს ნებისმიერს ფორმაში ამყოფებს;
    ლევანდოვსკისა და ფერანის წასვლა თითქოს დასუსტების ეფექტს ქმნის, მაგრამ სინამდვილეში ასე არაა;
    ლევანა 38 წლის გახდა დღეს, სულითა და გულით ვულოცავ და ყველაფერთან ერთად ცხოვრებაშიც ჭკვიანი ადამიანია, ზუსტად იცოდა როდის დაეტოვებინა კლუბი, და სხვათა შორის ფერანმაც “გვიჯიგრა” მუნდიალის ⚽ და შეკრული ნაკრებისეული ბარსა ისეთ დროს დატოვა, რომ საყვედურსაც ვერ ეტყოდი და საგინებლადაც ვეღარ გაიმეტებ, რაც შეეძლება ახალწვეულებს, კანსელო ისედაც ჩვენიანი იყო, ეხლა ფლანგს გაგვიმაგრებს; როდრი – მიუწვდომელი ჩანდა თითქოს, ბალანსი+რიტმი+კლასი ერთ სახელში; გორდონს რაც შეეხება, თუ ვინმემ მუნდიალს უყურეთ, ეჭვი არ გაგიჩნდებოდათ; ადეიემი კი ჰანსის შეგირდია, ჩათვალეთ, რომ გნაბრია 7 წლით ახალგაზრდა; ჰამზა კი ძალიან დიდი მომავლის მგონია, უკვე ამ ასაკში ასე… მუნდიალზე ვერ გაიტანა, მაგრამ ნორმალურად გამოიყურებოდა და გოლის გატანა აშკარად იცის; ის ბისივუც მომწონს… რაც შეეხება ცენტრალუს მცველს, 2 ცაცია ცენტრალური მცველია გუნდში, მარტინი და ალვარო კორტესი, ახალგაზრდები და ბარსას აკადემია არც ერთ სხვას არ ჩამოუვარდებოდა, რომ თურაშაულის პატრონმა ტყეში ეძიოს პანტა

  • PAU
    PAU ახალბედა
    schedule 21 აგვ 2026, 01:29
    #3

    🚨 Barcelona director Deco: “We will be making some moves in the market.”

  • David_Villa...7
    David_Villa…7 გულშემატკივარი
    schedule 21 აგვ 2026, 01:26
    #2

    ვინმე მცველი იყიდეთ 😀 თავის დროზე ჟერემი მატიე და ვერმაელენი რომ იყიდეს მასეთი მაინც 😀 ასე წინ ვერ წავალთ

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 21 აგვ 2026, 01:04
    #1

    რამდენი წელია ასეთი შევსება არ გვქონია სეზონზე.