“ბარსელონას” თავდამსხმელი რაფინია “სენტ ჯორჯს პარკზე” იმყოფება, სადაც ორშაბათიდან ჰანსი ფლიკის გუნდი წინასასეზონო შეკრებას გადის. ბრაზილიელი ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შემდეგ კუთვნილი შვებულებიდან დაბრუნდა და თანაგუნდელების მსგავსად, გუნდთან შეერთებით აშკარად კმაყოფილი იყო.
მსოფლიო ჩემპიონატი ბრაზილიასთან ერთად
ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რაფინიამ მონაწილეობა მიიღო ჯგუფური ეტაპის მატჩებში მაროკოსა და ჰაიტის წინააღმდეგ. თუმცა, ბარძაყის უკანა კუნთის ტრავმის გამო, მან გამოტოვა ჯგუფის ბოლო შეხვედრა, 1/16-ფინალური გამარჯვება და მერვედფინალში ნორვეგიასთან მარცხი.
მეხუთე სეზონი “ბარსელონაში”
ბრაზილიელი შემტევი კლუბის რიგებში თავის მეხუთე სეზონს იწყებს. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში მან 33 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
ეს თუ ფორმაშია ბადალი არ ყავს მინდორზე. სულ ბენფიკასთან ბოლო წუთზე გატანილი გოლი მახსენდება, კარერასი რო გაიფინა კარის წინ.
ჯანზე იქნება იმედი მაქ, ამის დრაივი და ენერგიაა გუნდს სისწრაფეებს აძლევს, წელს უნდა დადონ უჩლ, 2 სეზონია ერთი ნაბიჯი გვაკლდება და იმედია წელს ბოლომდე მიიყვანენ საქმეს, თან სიღრმეც აქ გუნდს უკვე..
Ფორვარდი თუ მაინც არ მოჰყავთ ეს რომ შემოვწიოთ ცენტრში მემგონი ყველაზე კარგი ვარიანტია. Ფლანგიდან მაინც ვერ ამწვავებდა ამის პლიუსი შესრულება და კარგი გოლის ალღო აქ, ასევე უბურთოდ კარგად იხსნება როცა წინ სივრცე აქ. Პრესეზონზე რომ დაიტესტოს მგონია რომ გაამართლებს.
იმედია კარგ ფორმაში მალე შევა რაც მან მიიღო ტრამვა იმის მერე საკმარი დრო ექნება რომ მოიშუშოს და ათამაშდეს თან 3 კვირა აქ კიდევ და ძალიან მინდა რო საუკეთესო ფორმაში ვნახო..
სული და გულია ეს კაცი ამ ბარსელონასი. იმედია ტრავმას აღარ მიიღებს წელს, ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია რაფო. შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც✌️
⚽