ვილაშ-ბოაში ”ბარსელონას” ხელმძღვანელობას შეხვდა

ვილაშ-ბოაში ”ბარსელონას” ხელმძღვანელობას შეხვდა

ლონდონური ”ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ-ბოაში ამ დღეებში ”ბარსელონას” ხელმძღვანელობას შეხვდა, იტყობინება ესპანური პრესა.

პორტუგალიელი სპეციალისტი ასევე დაესწრო ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრას, სადაც კატალონიელები საკუთარ მოედანზე განადგურდნენ.

ჯერ-ჯერობით პრესაში არ ვრცელდება ის ინფორმაცია, თუ რატომ იყო ვილაშ-ბოაში ჩასული კატალონიის დედაქალაქში, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ პორტუგალიელი ყოველთვის აღტაცებული იყო ”ბარსელონას” ფილოსოფიით. არ არის გამორიცხული, რომ იგი დაინტერესებულია ”ბლაუგრანას” რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელით.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.