"ბარსელონა" მარკინიოსში 20 მილიონს იხდის

"ბარსელონა" მარკინიოსში 20 მილიონს იხდის

უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ბლაუგრანა" დაცვის ხაზის გაძლიერებას ეცდება.

მოგეხსენებათ, უკვე დიდი ხანია, რაც კატალონიელებს ცენტრალური დაცვის პრობლემა გააჩნიათ. ამის ნათელი მაგალითი, მიუნხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ დაპირისპირების დროსაც გამოჩნდა.

"ბარსა" ამ სიტუაციიდან თავის დაღწევის საშუალებად, ზაფხულში კარგი მცველის შეძენას თვლის. ყიდვის ერთ-ერთი კანდიდატი, 18 წლის მარკინიოსია, რომლის სანაცვლოდაც ხელმძღვანელები 20 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.

თავის მხრივ, "რომა" მოთამაშის გაშვებას, 30 მილიონზე ნაკლებად არ აპირებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მარკინიოსი "მგლების" შემადგენლობას, გასული წლის ზაფხულში შეუერთდა. მას შემდეგ, მან იტალიელთა მაისურით, 22 შეხვედრა ჩაატარა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.