რუმიენგე: "ჩვენ 3:0 მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან გავიმარჯვეთ"

რუმიენგე: "ჩვენ 3:0 მსოფლიოს საუკეთესო კლუბთან გავიმარჯვეთ"

მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა კარლ-ჰაინც რუმიენგემ, განაცხადა რომ აღფრთოვანებულია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩებით "ბარსელონას" წინააღმდეგ (3:0, პირველი მატჩი 4:0).

"ახლა პირველ რიგში უნდა დავმშვიდდე. ჩვენ 3:0 დავამარცხეთ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდი. მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ჩვენ ორი დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს. ჩვენ შესანიშნავ შედეგს მივაღწიეთ ცხადია, რომ 4 წელიწადში ფინალში მესამედ გასვლა ურთულესია. ამჯერად ჩვენ მოგება გვსურს. ჩვენ თავდაჯერებულნი ვიქნებით ლონდონში." - განაცხადა, რუმიენგემ.  

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.