ლამი: "მოდით აღვნიშნოთ წარმატება ლუდით"

ლამი: "მოდით აღვნიშნოთ წარმატება ლუდით"

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა განაცხადა, რომ მან და მისმა პარტნიორებმა, უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უდიდეს წარმატებას მიაღწიეს.

შეგახსენებთ, გუშინ კატალონიელები საკუთარ მოედანზე, გერმანელებმა 0-3 გაანადგურეს. ორი მატჩის ჯამში, კი მათ შვიდი უპასუხო ბურთის გაიტანეს და ფინალში გასვლა მოახერხეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საშუალება მოგვეცემა ეს წარმატება რამდენიმე ჭიქა ლუდით აღვნიშნოთ."-ამბობს ფილიპ ლამი.

"მთავარი ის არის, რომ წინა შეხვედრასთან შედარებით, დღევანდელი მატჩი დიდად არ განსხვავდებოდა. ასე რომ, ჩვენ მეტოქის დამარცხება "ნოუ კამპზეც" შევძელით."

"მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ჩვენ შევკრიბეთ სპეციალური გუნდი, რომელსაც დიდი წარმატებების მიღწევა შეუძლია."-დაასრულა "ბაიერნის" განაპირა მცველმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.