workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:00

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
2 - 0
ბილბაო ლოგო

ბილბაო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რაფინია 37'sports_soccer ფერმინი 82'sports_soccer
ჰანსი ფლიკი წინასასეზონო სამზადისს შეუდგა – ვინ იქნებიან პირველ ვარჯიშზე

ჰანსი ფლიკი წინასასეზონო სამზადისს შეუდგა – ვინ იქნებიან პირველ ვარჯიშზე

“ბარსელონა” 2026/27 წლების სეზონისთვის მზადებას ოფიციალურად მომავალ ორშაბათს დაიწყებს, როდესაც ხელმისაწვდომი ფეხბურთელები სან ჟოან დესპის სპორტულ ქალაქში ტრადიციული სამედიცინო შემოწმების გასავლელად შეიკრიბებიან. თუმცა ჰანსი ფლიკმა კლუბის ბაზაზე მუშაობა უკვე გუშინვე დაიწყო, რათა საწვრთნელი გეგმა დეტალურად გაწეროს და ზუსტად განსაზღვროს, თუ რომელ მოთამაშეებთან მოუწევს მუშაობა.

პირველი გუნდის მხოლოდ 9 ფეხბურთელი

მსოფლიო ჩემპიონატისა და შვებულებების გამო, გერმანელი სპეციალისტი პირველი გუნდის შემადგენლობიდან საწყის ეტაპზე მხოლოდ 9 ფეხბურთელს გამოიყენებს. ესენია:

  • მეკარეები: ტერ შტეგენი და შჩესნი
  • მცველები: ბალდე, კრისტენსენი, ჟერარ მარტინი და ექტორ ფორტი
  • ნახევარმცველები: კასადო და ბერნალი
  • თავდამსხმელი: ბარდჯი

ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ამ ფეხბურთელებიდან ზოგიერთმა კლუბი მალევე დატოვოს, რადგან მწვრთნელის გეგმებში არ შედიან. ეს პირველ რიგში ეხება ტერ შტეგენს, რომელიც ამსტერდამის “აიაქსში” იჯარით გადასვლაზე მოლაპარაკებებს მართავს. რაც შეეხებათ კასადოს, ბარდღისა და ექტორ ფორტს – მათი მომავალი უშუალოდ ფლიკთან დაგეგმილ საუბარზეა დამოკიდებული. მათ წინასასეზონო მომზადებაზე უნდა დაამტკიცონ, რომ გუნდში ადგილს იმსახურებენ.

აქცენტი ახალგაზრდებზე

შესაბამისად, ფიზიკური მომზადების ახალი ხელმძღვანელის, იან-ბენჟამინ კუგელის განკარგულებაში მყოფი ფეხბურთელების უმრავლესობა “ბარსა ატლეტიკიდან” და “ხუვენილ ა”-დან იქნება. ახალგაზრდა ტალანტები შეეცდებიან, გამოიყენონ შანსი და გაიმეორონ ის გზა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ბერნალმა, ფერმინმა, ჟერარ მარტინმა ან კასადომ გაიარეს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (23)

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 09 ივლ 2026, 14:56
    #23

    ეს კაცი ტიტულს ტიტულზე დებს ესპანეთში და 2-3 ფეხბურთელი როგორ ვერ უნდა მოიყვანონ, როცა გუნდი 1-1 მაჩვენებელზეა გასული.