მარკ კასადო: სანამ მწვრთნელსა და კლუბს ვუნდივარ, ბარსელონაში დავრჩები

მარკ კასადო: სანამ მწვრთნელსა და კლუბს ვუნდივარ, ბარსელონაში დავრჩები

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველმა, მარკ კასადომ საკუთარ მომავალზე არსებული ბევრი ჭორი და სპეკულაცია პირველად შეაფასა. მოლინს დე რეიში გამართულ თავის საზაფხულო კემპზე სტუმრობისას, სადაც 150 ბავშვი იმყოფებოდა, კანტერანომ განაცხადა, რომ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს არ მიიღებს. ის ორშაბათს, წინასასეზონო სამედიცინო შემოწმების პარალელურად, ჰანსი ფლიკს, კლუბის ხელმძღვანელობასა და თავის აგენტებს შეხვდება, რათა სამომავლო გეგმები პირადად განიხილოს.

პრიორიტეტი “ბარსელონაა”, თუმცა ფლიკთან შეხვედრა ყველაფერს გადაწყვეტს

კასადო “ბარსელონაში” დარჩენის კარს არ ხურავს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა მხარის მოსმენა სურს. მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში სათამაშო დრო ნაკლებად ეძლეოდა, მისი განწყობა საბრძოლოა:

“ახალი სეზონის დაწყების დიდი სურვილი მაქვს. წინა განსხვავებული სეზონი იყო – არავის უყვარს, როცა ნაკლებად თამაშობს. თუმცა, რა როლიც არ უნდა დამეკისროს, კლუბისთვის ყველაფერს გავიღებ. სანამ მწვრთნელსა და კლუბს ვუნდივარ, აქ დავრჩები. “ბარსელონას” გამო მზად ვარ მოვიცადო, სხვა კლუბი რომ იყოს, არც კი დავფიქრდებოდი, მაგრამ აქ ყველაფერი სხვანაირადაა.”

კასადომ ისიც გაიხსენა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მისი წასვლა განიხილება:

“სამი სეზონის წინაც თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, რადგან ჩავი ჩემზე იმედებს არ ამყარებდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დავრჩი”.

ფეხბურთელის დედამ, ანა ტორასმაც დაადასტურა, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ მისი შვილი მიიღებს, თუმცა საკუთარი სურვილიც გამოხატა:

“როცა მარკის მომავალზე მეკითხებიან, ვამბობ, რომ არაფერი ვიცი, თუმცა მე მისი “ბარსელონადან” წასვლა არ მინდა”.

სატრანსფერო ჭორები და საუდის არაბეთის ინტერესი

ახალგაზრდა საყრდენი ნახევარმცველის სახელი ზაფხულში ევროპულ და უცხოურ კლუბებს, მათ შორის საუდის არაბეთის “ალ-ჰილალსაც” დაუკავშირეს. თუმცა, კასადომ ჭორები უარყო და განაცხადა, რომ ოფიციალური ნაბიჯები არ გადადგმულა:

“სჯობს არაფერს გაეცნო. საბოლოოდ ბევრ სისულელეს წერენ. თქვან, რაც უნდათ. კლუბს ჩემთვის არაფერი უთქვამს და არც ჩემს აგენტს. შვებულების დროს მეგობრებისგან მესმოდა, რომ თურმე რომელიღაც კლუბმა უკვე გამიფორმა… ბევრი სისულელე ვრცელდება.”

სპორტული ხელმძღვანელობისთვის კასადო ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომლის ტრანსფერითაც კლუბს ფინანსური სარგებლის მიღება შეუძლია, თუმცა თავად ფეხბურთელს ჯერ ჰანსი ფლიკის გეგმების მოსმენა სურს.

აზრი ხულიან ალვარესზე, მესისა და მსოფლიო ჩემპიონატზე

კასადომ სიამოვნებით შეაფასა “ბარსელონაში” ხულიან ალვარესის შესაძლო ტრანსფერი:

“ხულიანი მსოფლიო დონის, ტოპ ფეხბურთელია. თუ მოვა, ძალიან დაგვეხმარება და მას ხელგაშლილი შევხვდებით”.

ამასთან, დასძინა, რომ მისი უდიდესი ოცნება ლეო მესისთან ერთად თამაში იყო:

“ლეო სულ სხვა განზომილებაა, მასთან ერთად მოედანზე ყოფნა ჩემი ოცნება იყო”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 09 ივლ 2026, 15:04
    #3

    ძალიან გვატორმუზებს ამის ყოყმანი, აღარ არის ადგილი გუნდში და არც იმის ფუფუნება გვაქვს რო სათადარიგოს ფეხბურთელი დიდ ხანს დავტოვოთ, როცა ქვეყნის საქმეები აქვს გუნდს დასალაგებელი 1-1-ის მისაღწევად.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 08 ივლ 2026, 21:08
    #2

    არ მგონია გვჭირდებოდეს, დე იონგი და ბერნალი გვყვავს მანდ

  • PUIOL5
    PUIOL5flag გულშემატკივარი
    schedule 08 ივლ 2026, 00:42
    #1

    ჩემი აზრით კასადოს გაყიდვა შესაძლებელია კარგი შეთავაზების შემთხვევაში