workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ტერ შტეგენი ისევ ძალიან ძვირი დაუჯდება

ბარსელონას ტერ შტეგენი ისევ ძალიან ძვირი დაუჯდება

“ბარსელონამ” და “აიაქსმა” მომავალი სეზონისთვის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ნიდერლანდურ კლუბში იჯარით ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყეს. მეკარის პოზიცია ერთ-ერთი ის ზონაა, რომლის გაძლიერებასაც ამსტერდამელები სასწრაფოდ საჭიროებდნენ, გუნდის სათავეში მიჩელის მოსვლის შემდეგ კი გერმანელი კიპერის ვარიანტი კვლავ გააქტიურდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სპეციალისტი მას გასულ სეზონში “ჟირონაშიც” ითხოვდა, თუმცა მორიგი ტრავმის გამო მისი გამოყენება პრაქტიკულად ვერ შეძლო.

ახლა მას გერმანელის “აიაქსში” წაყვანა სურს. “ბარსელონასთან” მოლაპარაკებები მარტივი არ არის, რადგან ტერ შტეგენს ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, რისი სრულად დაფარვაც ნიდერლანდურ გუნდს არ შეუძლია. მეტიც, ისინი მზად არიან მეკარის წლიური ანაზღაურების მხოლოდ 10%-დან 15%-მდე გადაიხადონ. მსგავსი სიტუაცია იყო გასულ სეზონშიც, როდესაც ის იჯარით “ჟირონაში” გადავიდა.

კატალონიურ კლუბში სიტუაციას კარგად აცნობიერებენ. ეს ნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტერ შტეგენი “აიაქსში” ითამაშებს, მისი ანაზღაურების უდიდეს ნაწილს კვლავ “ბარსელონა” დაფარავს. საბოლოო ციფრების დაზუსტებამდე, ლურჯ-ბროწეულისფერებს დაახლოებით 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ იმ მეკარისთვის, რომელიც სხვა გუნდის ღირსებას დაიცავს.

სპორტული დირექცია ამ რეალობას ხედავს და სხვა გზა არ აქვს, გარდა ამ პირობების მიღებისა, ვინაიდან ძალიან რთულია ისეთი კლუბის პოვნა, რომელიც უფრო მეტ თანხას გადაიხდის. გერმანელის ტრანსფერი გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, რადგან მან ბოლო პერიოდში ტრავმების გამო დიდი დრო გამოტოვა. ერთადერთი უპირატესობა ისაა, რომ “აიაქსის” ამჟამინდელი სპორტული დირექტორი, ჟორდი კრუიფი, ტერ შტეგენის სიტუაციას ძალიან კარგად იცნობს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • me da barca
    me da barcastar ლეგენდა
    schedule 01 ივლ 2026, 20:26
    #16

    ვინც ამას ამხელა ხელფასი დაუნიშნა და გუნდი გააკოტრა ის მშვიდად წამოკოტრიალებულია სახლში, ნაცვლად იმისა, რომ ვირის აბანოს ხეხავდეს. მაგ აჩკარიკას მო….გამზრდელი

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 30 ივნ 2026, 14:35
    #15

    და მერე რა? კრუიფი რას გვიშველის? ფული ასეც და ისეც იკარგება ტყუილად ამ უნამუსო გერმანელის გამო.

  • PUIOL5
    PUIOL5flag გულშემატკივარი
    schedule 30 ივნ 2026, 01:12
    #13

    ბიჯო ხელფასი მაინც ამ ღლეთაჯოგმა უნდა გადაუხადოს მაშინ ჩვენთან იყოს სკამზე

  • Don_Andresito
    Don_Andresitostar ლეგენდა
    schedule 29 ივნ 2026, 15:03
    #11

    ხოდა რა იდიოტიზმია სხვა გუნდს მისცე და ხელფასიც შენ უხადო. შესნი წავა სავარაუდოდ. ჯობს ისევ ეს იყოს მეორე მეკარედ, თასზე ითამაშოს და თუ ფორმაში იქნება ლიგის ჯგუფურზეც მოჟნა 3-4 თამაში. იქნებ გაუსწორდეს მეორე მეკარეობა და ხელფასი შეიმციროს მერე. რა თქმა უნდა თუ აღარ არევს სიტუაციას და ბო..ურ ქმედებებს აღარ იზამს. აშკარად ფლიკსაც მაგრად არ ევასება თორე თან თანამემამულე, თან მაინც მაღალი დონის მეკარეა რაც არ უნდა იყოს, ესე არ მოექცეოდა. მე ახალ კონტრაქტს შევთავაზებდი ხელფასის განახევრებით და მეორე მეკარის სტატუსს შევთავაზებდი თუ დათანხდემბოდა. გარსიაც ტრამვიანია ასე თუ ისე და შესნი როა კარში სულ ეკლებზე ვარ. 2-3 მაგარი თამაშიც ჩაატარა და ძაან მაგარი როჟაც არის მარა ლიგის ფლეიოფებში გუნდებს მეკარეებმა მოაგენინეს ლიგები, კურტუა დონარუმა სომერი ჩვენ კიდე შესნი გვყავდა რომელსაც ინტერთან სეივი არ ქონია.

  • Moriarti
    Moriartiflag გულშემატკივარი
    schedule 29 ივნ 2026, 10:31
    #9

    ვახ ტო ეს ვინ გადავიკიდეთ, მოუშორებელი ჭირია

  • Rivaldo80
    Rivaldo80shield ვეტერანი
    schedule 29 ივნ 2026, 03:00
    #8

    ტიპი ამ გუნდის ლეგენდა ესე როგორ უნდა გაიბანძო თავი ბიჭოო ტეხავს მაგრად თან რა მადა აქვს

    • data072
      data072eco ახალბედა
      schedule 29 ივნ 2026, 14:18
      #10

      და რა ქნას, ეკუთვნის კონტრაქტით და აჩუქოს? შენ აჩუქებდი? რაღა კლუბს აჩუქოს, რომელიც პრეზიდენტისთვის ბიზნესია, თუ საჩუქებელია ოჯახის წევრს აჩუქებს, შვილს აჩუქებს, ძმას აჩუქებს 😂

      • ☠️•Spooky•☠️
        ☠️•Spooky•☠️flag გულშემატკივარი
        schedule 29 ივნ 2026, 19:22
        #12

        ეს არი მაიმუნი. მის შვილს და ძმას რაც აჩუქა და ჩუქნის ეგეც ამ კლუბის კიცემულია. ამ კკუბმა აქცია ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ. გასახდელში ხო არია სიტუაცია,ისე ხო მაიმუნია და კიდე აქეთაა ჯიბრზე. ამის მეორე მეკარედ დატოვება არცერთ პონტში არ შეიძლება. გერმანელი ფლლიკი არ იჩერებს გუნდში და უკვე იასნია რა კაციც არის. გაუწყვიტონ უნდა კონტრაქტი ამ ნაბო**აარს

  • Tiki-Taka
    Tiki-Takaeco ახალბედა
    schedule 29 ივნ 2026, 02:17
    #7

    იმენა ვირის ხორცია.

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 28 ივნ 2026, 23:17
    #6

    როდემდე აქვს კონტრაქტი? რაღაც ახალი დაიწყება კარმულად, ამას რომ მოვიშორებთ

  • Motamashe
    Motamasheeco ახალბედა
    schedule 28 ივნ 2026, 23:15
    #5

    ერთადერთი არაბებს თუ იპოვიდა კაცი ვინც მთლიანად დაუფარავდა ხელფასს და შტეგენს დაიყოლიებდნენ. სხვა შემთხვევაში აქ სირ დეკოს ვერ გაამტყუნებ. ევროპაში არავინ მიცემს დაყლეებულის გარდა ამას ამხელა ხელფასს. არაბებთან კი დეკო ვერ ქაჩავს, ( ნუ ვერავისთან ვერ ქაჩავს და მათ შორის არაბებთან🥹)

  • OldMember
    OldMemberflag გულშემატკივარი
    schedule 28 ივნ 2026, 22:12
    #2

    უდიდესი პატივისცემა შესნის, გასახდელისთვის ალბათ ძალიან კარგი პიროვნებაც არის, მაგრამ მეორე მეკარედ ეს იყოს ისევ ჯობია, ეს სეზონი მაინც. ფულის ხდას სხვაგან თამაშში ისევ იყოს აქ, თვითონაც ამბობდა, რომ არ ჰქონდა სკამზე პრობლემა ბარსაში და გასახდელსაც არ არევს, თან კაპიტანია და პატივისცემას იმსახურებს.

    • ALBATROSS
      ALBATROSSeco ახალბედა
      schedule 28 ივნ 2026, 23:07
      #4

      რა არ ჰქონდა პრობლემა გარსია რომ მოვიდა და სეივებს აკეთებდა ბოღმით იხრჩობოდა იმის მაგივრად რომ დადებითი რეაქცია ჰქონოდა როგორც შესნის… ნუ იცავთ იმენა ამ კაცს ნაგავია და ვერ იშორებს კლუბი არავის უნდა მაღალი ხელფასი უხადოს თორე აქამდე გაუწყვიტავდა კონტრაქტს ორმხრივად

  • araujo4
    araujo4local_fire_department კულე
    schedule 28 ივნ 2026, 22:08
    #1

    მაგას ისევ სკამზე იჯდეს არ ჯობია? რავიცი ხელფასი ვუხადოთ და სხვის კარში იდგეს რა მარაზმია?

    • Visca barca
      Visca barcaflag გულშემატკივარი
      schedule 28 ივნ 2026, 22:12
      #3

      Wvetsi