workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
„ბარსელონა“-„სელტიკი“ – ეს საინტერესოა

„ბარსელონა“-„სელტიკი“ – ეს საინტერესოა

გთავაზობთ იმ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს, რომლებიც “ბარსელონასა” და “სელტიკს” შორის გასამართი საჩემპიონთალიგო მატჩის წინ უნდა იცოდეთ.

  • “ბარსელონას”, ჩემპიონთა ლიგის ბოლო 9 თამაშში მხოლოდ 3 მოგება აქვს.
  • “ბარსელონასა” და “სელტიკს” შორის გამართული ბოლო 5 დაპირისპირებიდან 4 კატალონიელებმა მოიგეს.
  • “სელტიკმა” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 თამაშიდან 4 წააგო და შოტლანდიელებს გოლი არცერთ ამ მატჩში არ გაუტანიათ.
  • “სელტიკის” მიერ ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ბოლო 12 თამაშიდან ფრედ არცერთი დასრულებულა.
  • ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში “სელტიკის” ფეხბურთელების დარტყმებიდან კარში მხოლოდ 37% წავიდა. ამაზე უარესი შედეგი მხოლოდ “აუსტრიას” (27%) აქვს.
  • ამ გუნდებს შორის ჩატარებულ წინა თამაშში “ბარსელონას” ბურთის ფლობის მაჩვენებელი 82% იყო, რაც მიმდინარე გათამაშების საუკეთესო შედეგია.
  • ბოლო ორ სეზონში, “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის მატჩში ბურთის ფლობა 80% ან მეტი 3-ჯერ ჰქონდა. სამივეჯერ “სელტიკთან” დაპირისპირებაში.
  • “ბარსელონამ” მეტოქეებს კარში დარტყმის საშუალება მხოლოდ 34-ჯერ მისცა, რაც მიმდინარე გათამაშებაში საუკეთესო შედეგია.
  • “სელტიკი” ერთადერთი გუნდია, რომლის ფეხბურთელებმაც პირველ 5 ტურში 2 წითელი ბარათი მიიღეს.
  • ნეიმარს 14 დარტყმაში გოლი არ აქვს გატანილი. მიმდინარე გათამაშებაში მასზე ცუდი შედეგი მხოლოდ კარლოს ტევესს აქვს – 15 დარტყმა და 0 გოლი.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward