workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დეულოფეუმ „ევერტონს“ ქულა მოუტანა

დეულოფეუმ „ევერტონს“ ქულა მოუტანა

ინგლისურ ფეხბურთში, დღეს, ერთ-ერთი მთავარი სალაპარაკო თემა “ბარსელონადან” “ევერტონში” განათხოვრებული ჟერარ დეულოფეუა. ახალგაზრდა კატალონიელმა ფეხბურთელმა პრემიერლიგის ლიდერს, ლონდონის “არსენალს” ქულები მისსავე მოედანზე დააკარგვინა.

“ემირეითსზე” გამართულ შეხვედრაში, დეულოფეუ მოედანზე 79-ე წუთზე შევიდა. ერთ წუთში, მესუთ იოზილმა წინ “არსენალი” გაიყვნა. თუმცა, ამ გოლიდან 4 წუთში, დეულოფემ ბურთი საჯარიმოში მიიღო და მის წინ მდგომი 2 მეტოქის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზუსტად დაარტყა. გოლი ლამაზი გამოვიდა და მისი წყალობით “ევერტონმა” ქულა მოიპოვა.

ჟერარ დეულოფეუ, პრემიერლიგაში, მოედანზე მეთერთმეტედ გამოჩნდა. მის ანგარიშზე 2 გოლია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward