workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“კარტახენა” – “ბარსელონა”. მატჩის განაცხადი

“კარტახენა” – “ბარსელონა”. მატჩის განაცხადი

ხერარდო მარტინომ “კარტახენას“ წინააღმდეგ ესპანეთის თასის ეგიდით გასამართი შეხვედრის განაცხადში 17 მოთამაშე შეიყვანა.

აღსანიშნავია, რომ სიაში ხორდი ალბას გვარი მოხვდა, რომელსაც ექიმებმა თამაშის ნება დართეს პირველად, ოქტომბრის თვის შემდეგ, როდესაც მან ბარძაყის მძიმე დაზიანება მიიღო. თუმცა, ამავე დროს, ჩავი ერნანდესისა და ანდრეს ინიესტას თამაში ექიმების მიერ რეკომენდებული არ არის. აგრეთვე, მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრას ხერარდ პიკე დააკლდება. 

როგორც ცნობილია, მოედანზე გასასვლელად მზადაა კარლეს პუიოლი, რომელმაც ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ მუხლის ტრავმა კიდევ ერთხელ მიიღო, მაგრამ გამოჯანმრთელება ძალზე მცირე დროში მოასწრო. დღევანდელ სიაში ასევე ახალი გვარებიც შეინიშნება. ესენი დონგუ და ადამა ტრაორე არიან, რომელთა დებიუტი ესპანეთის თასზე შესაძლოა, სწორედ “კარტახენასთან” შედგეს.

განაცხადი შემდეგნაირად გამოიყურება:

ხოსე მანუელ პინტო, ოიერი, მარტინ მონტოია, კარლეს პუიოლი, ხავიერ მასკერანო, მარტ ბარტრა, ადრიანო კორეირა, ხორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სესკ ფაბრეგასი, ალექს სონგი, პედრო როდრიგესი, ადამა ტრაორე, ალექსის სანჩესი, დონგუ, ნეიმარი.

 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward