workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სამეფო თასის გახსნითი შეხვედრები

სამეფო თასის გახსნითი შეხვედრები

შაბათს, “ბარსელონა” მიმდინარე სეზონზე, ესპანეთის სამეფო თასზე, პირველ შეხვედრას გამართავს, სადაც B დივიზიონის გუნდ “კარტახენას” დაუპირისპირდება.

უკანასკნელი წლებია გუნდისთვის ამ ტურნირის გახსნითი შეხვედრები წარმატებით სრულდება. გასულ წელს, ტიტო ვილანოვას ხელმძღვანელობით, გუნდმა “ალავესი” სტუმრად ანგარიშით 3-0 დაამარცხა, “კამპ ნოუზე” კი 3-1 სძლია მეტოქეს. 

ხოსეპ გვარდიოლას დაქვემდებარებაში მყოფ “ბარსელონას” არც ერთ სადებიუტო მატჩში არ წაუგია: 2011/12 წლების სეზონზე გუნდი “ოსპიტალიტეტს” დაუპირისპირდა (0-1, 1-0), 2010/11 წლების სეზონზე კი “სეუტას” (0-2, 5-1), 2009/10 წლებში კატალონიელები “ლეონესას” შეხვდნენ (0-2, 5-0), ხოლო 2008/09 წლების სეზონზე კი ფეხბურთელებს “ბენიდორმის” წინააღმდეგ მოუწიათ ასპარეზობა (0-1, 1-0).

ფეხბურთელები წარმატებას ფრენკ რაიკაარდის დროსაც აღწევდნენ. 2007/08 წლების სეზონზე გუნდმა “ალკოანოს” ერთ შეხვედრაში სძლია (0-3), “კამპ ნოუზე” გამართული მარჩი კი ფრედ დასრულდა (2-2). კიდე უფრო ადრე, 2006/07 წლებში გუნდი “ბადალონას” დაუპირისპირდა (1-4, 4-0), 2005/06 წლების სეზონზე კი “ზამორას” წინააღმდეგ ჩაატარა მატჩი და ანგარიშებით 1-3 და 6-0 მოიგო. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward