"ბარსელონას" ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

"ბარსელონას" ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გთავაზობთ "ბარსელონას" ფეხბურთელების მატჩის შემდგომ კომენტარებს.

მესი: "დღეს მოწინააღმდეგე ბევრად უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ჩვენ. მათი ფიზიკური უპირატესობა აშკარა იყო. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე მოხდა, თუმცა ამ ყველაფერმა ახლა ჩვენზე გავლენა არ უნდა იქონიოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს წაგებული შეხვედრა ახლა უკვე ჩვენ სასიკეთოდ შემოვაბრუნოთ. დღეს მე თამაშის დაწყებამდე სრულ მზადყოფნაში ვიყავი და არც თამაშის დროს მიმიღია ტრავმა. მე მზად ვარ სათამაშოდ." - განაცხადა მესიმ.

ჩავი: "ბაიერნი უკეთესი იყო, ვიდრე ჩვენ. ისინი განსაკუთრებით კარგად იყვნენ მომზადებულნი ფიზიკურად. ჩვენი გუნდის შეტევა ნამდვილად არ იყო კარგი, ხოლო მეტოქე კონტრშეტევაზე ბრწყინვალედ თამაშობდა. პირველი ორი გოლი "ბაიერნმა" ფიზიკური უპირატესობის ხარჯზე გაიტანა. ისღა დაგვრჩენია, მეტოქეს მივულოცოთ. შემდეგი თამაში არის ძალიან რთული ჩვენთვის. რევანში არის ფაქტიურად შეუძლებელი, მაგრამ შევეცდებით, რომ გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რათა სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ეს ყველაფერი უკვე ჩვენთვის ღირსების საკითხია." - ამბობს ჩავი.

ვალდესი: "დღეს ჩვენ დავმარცხდით ძალიან ძლიერ გუნდთან. ახლა ჩვენ უბრალოდ უნდა დავდგეთ კვლავ ფეხზე და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას."

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.