- “ბარსელონას”, ძველ “სან მამესზე”, 100-ჯერ უთამაშია. კატალონიელები ახალ “სან მამესზე” პირველად ითამაშებენ.
- ძველ “სან მამესზე” “ბარსამ” პირველი გოლი 1915 წლის 31 იანვარს, ამხანაგურ მატჩში გაიტანა. ეს გოლი მალორკის ანგარიშზეა.
- “ატლეტიკი” და “ბარსელონა” იმ 3 გუნდს შორის შედიან, რომლებსაც პრიმერა დივიზიონის ყველა გათამაშებაში უთამაშიათ.
- “ატლეტიკის” ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე “ბარსელონაში” 1988-90 წლებში თამაშობდა. მან 55 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.
- “ატლეტიკს” “ბარსელონა” 2005-06 წლების სეზონის შემდეგ არ დაუმარცხებია.
- “ატლეტიკის” მარჯვენა მცველმა, ანდონი ირაოლამ, მიმდინარე გათამაშებაში ყველაზე მეტი (1260) წუთი ითამაშა. ტატა მარტინოს მიერ ყველაზე ხშირად გამოყენებული ფეხბურთელი დანი ალვესია (945 წუთი).
„ატლეტიკი“-„ბარსელონა“ – იცით თუ არა, რომ…
sports_soccer
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
ვალოდია