რიბერი: "ბარსელონას" დამარცხების ძალა შეგვწევს"

რიბერი: "ბარსელონას" დამარცხების ძალა შეგვწევს"

მიუნხენის "ბაიერნის" ვინგერი ფრანკ რიბერი აცხადებს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე კატალონიის "ბარსელონასთან" მოგება შეუძლია.

"ეს ორი დიდებული კლუბის ბრძოლა იქნება. "ბარსელონას" ძალებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგად მოგვეხსენება, თუმცა ამავდროულად ისიც ვიცით, რომ ჩვენი გუნდი ახლა შედარებით უფრო ძლიერია, ვიდრე 2009 წელს. გვჯერა იმისა, რომ კატალონიელების დამარცხების ძალა შეგვწევს." - განაცხადა ფრანგმა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 2008/09 წლების სეზონში, "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალურ ეტაპზე "ბარსასთან" ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 1:5 განადგურდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.